ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო რუბიოს ჰუსიტებთან ომის საკითხზე სასაუბროდ შეხვდება

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრინცი ფაისალ ბინ ფარჰანი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შესახვედრად ვაშინგტონში ჩავიდა. მხარეები ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონულ პროცესებს და იემენელ ჰუსიტებთან მიმდინარე დაპირისპირების ფონზე სამხედრო დახმარების საკითხებს განიხილავენ.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო რუბიოს ჰუსიტებთან ომის საკითხზე სასაუბროდ შეხვდება
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო რუბიოს ჰუსიტებთან ომის საკითხზე სასაუბროდ შეხვდებაBM.GE

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრინცი ფაისალ ბინ ფარჰანი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან მოლაპარაკებების გასამართად ვაშინგტონში ჩავიდა. არსებული ინფორმაციით, მხარეები ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და საერთაშორისო უსაფრთხოების მთავარ საკითხებს განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ დიპლომატიური შეხვედრა ერ-რიადსა და იემენელ ჰუსიტებს შორის სამხედრო დაპირისპირების მკვეთრი ესკალაციის ფონზე იმართება. შესაბამისად, საუბრის თემა შეიძლება იყოს სამხედრო დახმარების გაწევის საკითხიც.

Reuters-ის ცნობით, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანმა მიმდინარე თვეში ვაშინგტონს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო დახმარების თხოვნით უკვე მიმართა, თუმცა ოფიციალურმა ვაშინგტონმა იემენზე პირდაპირი დარტყმების განხორციელებაზე უარი თქვა. ამან სამხედრო მოქმედებები კიდევ უფრო გაამწვავა და რეგიონში დესტაბილიზაცია გაზარდა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.