პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

G7-ის მინისტერიალზე პარიზში ჩასულმა მარკო რუბიომ ორმხრივი შეხვედრები გამართა ფრანგ და გერმანელ კოლეგებთან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პარიზში G7-ის მინისტერიალის ფარგლებში ფრანგ და გერმანელ კოლეგებს შეხვდა, სადაც უკრაინის ომის მოგვარებასა და ახლო აღმოსავლეთზე იმსჯელეს.

G7-ის მინისტერიალზე პარიზში ჩასულმა მარკო რუბიომ ორმხრივი შეხვედრები გამართა ფრანგ და გერმანელ კოლეგებთან
პერსონის ფოტო: მარკო რუბიო

9 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც პარიზში “დიდი შვიდიანის” საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, ორმხრივი შეხვედრები გამართა გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ჟან-ნოელ ბაროსთან შეხვედრაზე “იმსჯელეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან დაკავშირებით აშშ-ის ფუნდამენტურ შეშფოთებაზე”.

როგორც საფრანგეთის, ისე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვითარებას ახლო აღმოსავლეთში და ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის მნიშვნელობას.

“დასასრულ, მათ იმსჯელეს რუსეთ-უკრაინის ომის მდგრადი, ხანგრძლივი მშვიდობიანი მოგვარების ძალისხმევაზე”, - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის რელიზში რუბიო-ბაროს შეხვედრის შესახებ.

იოჰან ვადეპულთან მარკო რუბიომ ისაუბრა აგრეთვე თავდაცვით ინდუსტრიაში თანამშრომლობაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საფრანგეთში გამგზავრებამდე, 8 ნოემბერს ფლორიდაში მდებარე საჰაერო ბაზაზე ჟურნალისტის მიერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ევროპის მასშტაბით უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინიციატივაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა:

“მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც რუსეთ-უკრაინაზე ვლაპარაკობთ, ერთი საკითხი, რომელიც მუდმივად დგას, არის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება - როგორი იქნება უკრაინის და უფრო ფართოდ, ევროპის კონტინენტის ომისშემდგომი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა?

ვფიქრობ, ამაზე მიანიშნებს პრეზიდენტი და მიღწეულია გარკვეული პროგრესი იმის განსასაზღვრად - როგორი უნდა იყოს კონფლიქტისშემდგომი ეს არქიტექტურა. ნათელია, რომ ამისთვის უნდა გადავლახოთ კონფლიქტი“, - აცხადებს მარკო რუბიო, რომელიც ფრთხილ იმედს გამოთქვამს აბუ-დაბიში „რაღაც პროგრესის“ მიღწევაზე.

10-11 ნოემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში გაიმართება უკრაინა-აშშ-რუსეთის მომლაპარაკებელთა სამმხრივი შეხვედრა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იმსჯელეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან დაკავშირებით აშშ-ის ფუნდამენტურ შეშფოთებაზე“
„დასასრულ, მათ იმსჯელეს რუსეთ-უკრაინის ომის მდგრადი, ხანგრძლივი მშვიდობიანი მოგვარების ძალისხმევაზე“
„მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც რუსეთ-უკრაინაზე ვლაპარაკობთ, ერთი საკითხი, რომელიც მუდმივად დგას, არის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება - როგორი იქნება უკრაინის და უფრო ფართოდ, ევროპის კონტინენტის ომისშემდგომი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა? ვფიქრობ, ამაზე მიანიშნებს პრეზიდენტი და მიღწეულია გარკვეული პროგრესი იმის განსასაზღვრად - როგორი უნდა იყოს კონფლიქტისშემდგომი ეს არქიტექტურა. ნათელია, რომ ამისთვის უნდა გადავლახოთ კონფლიქტი“
მარკო რუბიო
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მარკო რუბიო - გარკვეული წინსვლაა იმასთან დაკავშირებით, როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების არქიტექტურა კონფლიქტის დასრულების შემდეგ - შესაძლოა, გარკვეულ პროგრესს აბუ-დაბიში მივაღწიოთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები