Reuters - „ჰუსიტების“ თავდასხმების ფონზე აშშ-ს საუდის არაბეთიდან დიპლომატების ნაწილი გაჰყავს
„ჰუსიტების“ თავდასხმების ფონზე აშშ-ს საუდის არაბეთიდან დიპლომატიური მისიის ნაწილი და მათი ოჯახის წევრები გაჰყავს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ტომი პიგოტის განცხადებით, დეპარტამენტის გადაწყვეტილებით დიპლომატები მხოლოდ საუდის არაბეთს დატოვებენ.

„ჰუსიტების“ თავდასხმების ფონზე აშშ-ს საუდის არაბეთიდან დიპლომატების ნაწილი გაჰყავს, - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, საუდის არაბეთში „ჰუსიტების“ იერიშების გაძლიერების ფონზე აშშ-ს დიპლომატიური მისიის ნაწილი და მათი ოჯახის წევრები გაჰყავს.
ასევე, წყაროების ცნობით, აშშ რეგიონის სხვა ქვეყნებში მყოფი დიპლომატიური წარმომადგენლების გაყვანასაც გეგმავს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტომი პიგოტმა განაცხადა, რომ დეპარტამენტის გადაწყვეტილებით დიპლომატების ნაწილი და მათი ოჯახები მხოლოდ საუდის არაბეთს დატოვებენ.
„ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს სულ უფრო მეტად აწარმოებენ და თავს ესხმიან სამოქალაქო აეროპორტებსა და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და მგზავრობის შეფერხება მოჰყვება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
ციტატები სტატიიდან
„ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს სულ უფრო მეტად აწარმოებენ და თავს ესხმიან სამოქალაქო აეროპორტებსა და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და მგზავრობის შეფერხება მოჰყვება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.