ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მიხეილ სარჯველაძე სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება, სადაც სომხეთის შრომისა და კეთილდღეობის მინისტრს არსენ ტოროსიანს შეხვდა. მხარეებმა შრომისა და სოციალური დაცვის სფეროებში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს.

მიხეილ სარჯველაძე სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
მიხეილ სარჯველაძე სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებაპირველი არხი

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძე სომხეთის შრომისა და კეთილდღეობის მინისტრს, არსენ ტოროსიანს შეხვდა.

„შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის შრომისა და სოციალური დაცვის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სოციალური დაცვის პოლიტიკასა და სოციალურ მომსახურებებს, მოქალაქეებისთვის სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებებს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა შესაბამის სფეროებში არსებული გამოცდილება და პრაქტიკა ერთმანეთს გაუზიარეს და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს. მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ერთიან სოციალურ სამსახურსა და კეთილდღეობის საინფორმაციო სისტემების ფონდშიც იმყოფებოდა. მინისტრი ფუნქციური შესაძლებლობებისა და სოციალური საჭიროებების შეფასების სისტემების მუშაობის პრინციპებს, სოციალური სერვისების მიწოდების პრაქტიკასა და მონაცემთა სისტემების გაციფრულების მიმართულებით არსებულ მიდგომებს გაეცნო.

ყურადღება გამახვილდა მოქალაქეთა საჭიროებების შეფასების პროცესზე, მონაცემთა ეფექტიან გამოყენებასა და საჭიროებებზე მორგებული სოციალური სერვისების განსაზღვრაზე.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდა“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის შრომისა და სოციალური დაცვის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სოციალური დაცვის პოლიტიკასა და სოციალურ მომსახურებებს, მოქალაქეებისთვის სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებებს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა შესაბამის სფეროებში არსებული გამოცდილება და პრაქტიკა ერთმანეთს გაუზიარეს და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს. მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ერთიან სოციალურ სამსახურსა და კეთილდღეობის საინფორმაციო სისტემების ფონდშიც იმყოფებოდა. მინისტრი ფუნქციური შესაძლებლობებისა და სოციალური საჭიროებების შეფასების სისტემების მუშაობის პრინციპებს, სოციალური სერვისების მიწოდების პრაქტიკასა და მონაცემთა სისტემების გაციფრულების მიმართულებით არსებულ მიდგომებს გაეცნო. ყურადღება გამახვილდა მოქალაქეთა საჭიროებების შეფასების პროცესზე, მონაცემთა ეფექტიან გამოყენებასა და საჭიროებებზე მორგებული სოციალური სერვისების განსაზღვრაზე. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.