ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის CDC-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდა; მხარეები ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ერთობლივ მუშაობასა და სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტებზე შეთანხმდნენ.

მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დელეგაციას შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დელეგაციას შეხვდარუსთავი 2

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორის მოადგილეს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შესაბამისი უწყებების ხანგრძლივ პარტნიორობასა და თანამშრომლობის შედეგად საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს.

მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა CDC-თან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ პარტნიორობას, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მოტანა შეუძლია.

შეხვედრაზე სამომავლო პრიორიტეტებზეც ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, მხარეებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ერთობლივ მუშაობაზე, საქართველოს მდგრადი შესაძლებლობების გაძლიერებასა და ორმხრივ სარგებელზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ფურცელაძე, აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი, ჯანდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლები.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
CDC-ის დირექტორის მოადგილე ჯენიფერ შუფორდი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს, ირაკლი ფურცელაძეს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები