ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება ყველა სეგმენტში შემცირდა - Galt & Taggart

2026 წლის აგვისტოში საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარება ყველა სეგმენტში შემცირდა, რასაც ძირითადად გრილი ზაფხული და მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავება განაპირობებდა.

აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება ყველა სეგმენტში შემცირდა - Galt & Taggart
აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება ყველა სეგმენტში შემცირდა - Galt & TaggartBM.GE

2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება ყველა სეგმენტში შემცირდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორს ეხება.

დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. 2026 წლის აგვისტოში ადგილობრივი მოხმარება 3.6%-ით შემცირდა და 1.3 ტვტ.სთ შეადგინა. მოხმარება შემცირდა როგორც საცალო სეგმენტში (-3.5% წ/წ), ისე პირდაპირ მომხმარებლებსა (-4% წ/წ) და აფხაზეთის რეგიონში (-3% წ/წ). 5 აგვისტოს ორსაათიანი სისტემური გათიშვის გავლენა თვის ჯამურ მოხმარებაზე უმნიშვნელო იყო.

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, აგვისტოს მოხმარების კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. Galt & Taggart-ის შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 8 თვეში კი მოხმარება გაიზრდებოდა წლიურად 4.4%-ით, ნაცვლად 2.7%-ისა. შესაბამისად, მოხმარების დინამიკა ნაწილობრივ ასახავს მომხმარებლების მიერ საკუთარი გენერაციით მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
წელს 9 თვეში ელექტროენერგიის მოხმარება მხოლოდ 2.6%-ით გაიზარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები