ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

წელს 9 თვეში ელექტროენერგიის მოხმარება მხოლოდ 2.6%-ით გაიზარდა

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 9 თვეში ელექტროენერგიის მოხმარება მხოლოდ 2.6%-ით გაიზარდა, ხოლო თურქეთში ექსპორტი 51%-ით დაეცა. საინვესტიციო ბანკი მიუთითებს, რომ შედეგები დარგში მიმდინარე პოლიტიკის გადახედვისა და CFD-ის პირობების მორგების აუცილებლობაზე მეტყველებს.

წელს 9 თვეში ელექტროენერგიის მოხმარება მხოლოდ 2.6%-ით გაიზარდა
წელს 9 თვეში ელექტროენერგიის მოხმარება მხოლოდ 2.6%-ით გაიზარდაBM.GE

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2026 წლის 9 თვეში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა 2.6%-ით და 11 ტვტ.სთ შეადგინა.

მოხმარების ზრდა მაღალი იყო წლის დასაწყისში და შენელდა ზაფხულში, ძირითადად კლიმატური პირობების გამო. ამასთან, თურქეთში დაკლებული ფასების და გაზრდილი ადგილობრივი გენერაციის გამო შემცირდა საქართველოდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი (-51% წ/წ). ამ ყოველივემ ჯამური მოთხოვნა ელექტროენერგიაზე შეამცირა (-0.2% წ/წ).

2026 წლის მიწოდების სტრუქტურა განაპირობა ჰიდროსადგურების სეზონურობამ და 2025-26 წლების ჰიდროლოგიამ. იანვარში განახლებადების წილი ჯამურ მიწოდებაში იყო 36%, ხოლო ივნისში 98%. ამასთან, მაისი-ივლისის პერიოდში მოთხოვნის სიმცირემ გამოიწვია ელექტროსადგურების გენერაციის შეზღუდვა (ჯამურად 0.5 ტვტ.სთ, ჩვენი შეფასებით). მთლიანობაში, 2026 წლის 9 თვეში მოხმარების 74% განახლებადი რესურსებით დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენი 26% იმპორტით და იმპორტირებულ გაზზე მომუშავე თბოგენერაციით.

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, 2026 წლის 9 თვის შედეგები მიუთითებს დარგში მიმდინარე პოლიტიკის გადახედვის აუცილებლობაზე. ჩვენი შეფასებით, საინვესტიციო კლიმატი ელექტროენერგეტიკული სისტემის საჭიროებებს უკეთ უნდა მოერგოს: ახალი პროექტების მხარდაჭერისას, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს გენერაციის სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება ყველა სეგმენტში შემცირდა - Galt & Taggartწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები