ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოლომონ პავლიაშვილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 70-ე გენერალურ კონფერენციაში მონაწილეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი ვენაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 70-ე გენერალურ კონფერენციაში მონაწილეობენ. კონფერენციაზე განიხილება ბირთვული ტექნოლოგიების მშვიდობიანი გამოყენება, რადიაციული უსაფრთხოება და საერთაშორისო თანამშრომლობა. სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, რომ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ქვეყანაში რადიაციული უსაფრთხოების შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

სოლომონ პავლიაშვილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 70-ე გენერალურ კონფერენციაში მონაწილეობს
სოლომონ პავლიაშვილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 70-ე გენერალურ კონფერენციაში მონაწილეობსრუსთავი 2

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 70-ე გენერალურ კონფერენციაში მონაწილეობენ.

გენერალური კონფერენცია ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა მთავარი ყოველწლიური ფორუმია, რომელიც ქალაქ ვენაში იმართება. კონფერენციის ფარგლებში განიხილება სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, განისაზღვრება ორგანიზაციის პოლიტიკის პრიორიტეტები, ასევე განიხილება ბირთვული ტექნოლოგიების მშვიდობიან გამოყენებასთან, ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებასთან და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.

IAEA-ს 70-ე გენერალურ კონფერენციაში 150-ზე მეტი წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი მონაწილეობს.

"საქართველოსთვის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან მჭიდრო და კონსტრუქციული თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. IAEA-ს მხარდაჭერით ქვეყანაში არაერთი პროექტი ხორციელდება, რაც ხელს უწყობს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერებას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და პროფესიული ცოდნის განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან გამოცდილების გაზიარება და რეგიონული კავშირების კიდევ უფრო გაძლიერება", - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

გენერალური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის მონაწილეობით, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის IAEA-ს წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს ტექნიკური თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევენ.

შეხვედრებზე განიხილება რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის მექანიზმები, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების და ტრენინგების შემუშავების საკითხები.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოსთვის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან მჭიდრო და კონსტრუქციული თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. IAEA-ს მხარდაჭერით ქვეყანაში არაერთი პროექტი ხორციელდება, რაც ხელს უწყობს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერებას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და პროფესიული ცოდნის განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან გამოცდილების გაზიარება და რეგიონული კავშირების კიდევ უფრო გაძლიერება“
სოლომონ პავლიაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, თურქეთისა და ყაზახეთის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები