პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა COP31-ის ფარგლებში გამართულ თემატურ ღონისძიებაში მონაწილეობდა

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა ანტალიაში COP31-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საქართველო IAEA-ს შეფასების მისიისთვის ემზადება.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა COP31-ის ფარგლებში გამართულ თემატურ ღონისძიებაში მონაწილეობდა
იმედინიუსი

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი თურქეთის ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გამართულ საერთაშორისო თემატურ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც გაეროს ორი ორგანიზაციის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა (IAEA) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივ ინიციატივას „Atoms for Food“ მიეძღვნა.

IAEA-ს თემატურ პავილიონში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნული წარმომადგენლის სტატუსით მოხსენება ნინო უტიაშვილმა წარადგინა. მან ისაუბრა ინიციატივაში საქართველოს ჩართვის მნიშვნელობაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერასა და IAEA-სთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.

„ინიციატივა „Atoms for Food“ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ახალი შესაძლებლობაა ეროვნული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, სამეცნიერო პოტენციალის განვითარებისა და სოფლის მეურნეობაში ბირთვული ტექნოლოგიების პრაქტიკული დანერგვის მიმართულებით. ამ ეტაპზე ვემზადებით IAEA-ს შეფასების მისიისთვის, რომელიც საქართველოში არსებული შესაძლებლობების შესწავლასა და თანამშრომლობის შემდგომი ეტაპების განსაზღვრას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ნინო უტიაშვილმა.

ინიციატივა „Atoms for Food“ მიზნად ისახავს ბირთვული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის, სურსათის უვნებლობისა და სურსათით უზრუნველყოფის გაუმჯობესებას.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების გამოცდილების, ეროვნული პრიორიტეტებისა და სამომავლო ხედვების გაზიარება.

გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენცია (COP31) 9-20 ნოემბერს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მთავრობის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს აერთიანებს. კონფერენციის მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალური ძალისხმევის გაძლიერება, პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, თურქეთისა და ყაზახეთის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები