ბათუმის შემოვლით გზაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო ღამის საათებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ბათუმის შემოვლით გზაზე გვირაბების ელექტრო და მექანიკური სისტემების სამონტაჟო სამუშაოების გამო, 28 სექტემბრიდან ორი თვის განმავლობაში ღამის საათებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის ნაწილია, გვირაბების ელექტრო და მექანიკური სისტემების სამონტაჟო სამუშაოები ჩატარდება.
სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების მიზნით, 28 სექტემბრიდან ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, მხოლოდ ღამის საათებში, დროებით შეიზღუდება: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 00:00-დან 07:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას - 02:00-დან 07:00 საათამდე.
აღნიშნული რეჟიმი ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს. დღის საათებში ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
შეზღუდვის პერიოდში, ფოთი-სარფის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ბათუმის შემოვლითი გზის 92-ე კმ-ზე არსებული მახინჯაურის სატრანსპორტო კვანძიდან ქალაქ ბათუმის გავლით იმოძრავებს და სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზას 109-ე კმ-ზე დაუკავშირდება.
სარფი-ფოთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმავე მარშრუტით, საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.