ქობულეთის შემოვლით გზაზე სატვირთო მანქანების მოძრაობა შეზღუდულია
ქობულეთის შემოვლით გზაზე მეწყრული პროცესის გამო 3 500 კგ-ზე მეტი მასის სატვირთო მანქანების მოძრაობა ბათუმიდან ფოთის მიმართულებით დროებით აიკრძალა. გზების დეპარტამენტის ცნობით, მძიმეწონიანი ტრანსპორტი ალტერნატიული მარშრუტით გადაადგილდება, მსუბუქი ავტომობილებისთვის კი გზა თავისუფალია.

ქობულეთის შემოვლითი გზის ერთ მონაკვეთში [ჩაქვის ტერიტორიაზე] სავალი ნაწილის დაზიანების გამო სატვირთო მანქანების მოძრაობა ბათუმიდან ფოთის მიმართულებით ამ ეტაპზე აკრძალულია. რაც შეეხება საპირისპირო მიმართულებას [ფოთი-ბათუმი] ნებისმიერი ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. თავისუფალია მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობაც ნებისმიერი მიმართულებით.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ქობულეთის შემოვლითი გზის ზემოთ აღნიშნულ მონაკვეთში, ბათუმი-ფოთის მიმართულებით დროებით აკრძალულია მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა წონა 3 500 კგ-ს აღემატება.
ბათუმიდან ფოთის მიმართულებით მოძრავი მძიმეწონიანი ავტომანქანები ჩაქვის სატრანსპორტო კვანძიდან ე.წ. ძველი გზით გააგრძელებენ მოძრაობას და ქობულეთთან არსებულ სატრანსპორტო კვანძით კვლავ დაუბრუნდებიან ქობულეთის შემოვლით გზას.
„საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი [ასაქცევი] – სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, სარფი–ფოთის მიმართულებით, დროებით იკრძალება იმ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება.
შეზღუდვის მიზეზია აღნიშნულ მონაკვეთზე განვითარებული მეწყრული პროცესი, რის შედეგადაც ჩამოიშალა გზის გამაგრებული გვერდულის ნაწილი და არსებობს სავალი ნაწილის დაზიანების საფრთხე.
შეზღუდვის მოქმედების პერიოდში 3 500 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ალტერნატიული მარშრუტით:
სარფი–ფოთის მიმართულებით მოძრავი აღნიშნული კატეგორიის ავტოტრანსპორტი გზის 89-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძიდან გადაერთვება გრიგოლეთი–შეკვეთილი–ქობულეთი–ჩაქვი–მახინჯაურის [გვირაბის შემოსავლელი] საავტომობილო გზაზე და 72-ე კმ-ზე მდებარე ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის გავლით დაუბრუნდება სენაკი–ფოთი [ასაქცევი]–სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზას.
მსუბუქი ავტომობილები იმოძრავებენ შეუზღუდავად.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილზე არსებულ ვითარებას მონიტორინგს უწევს და შესაბამის ღონისძიებებს გეგმავს“ – აცხადებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობა დამეწყრილი ადგილის მიმდებარე გზაზე 2026 წლის 10 ნოემბრიდან არის აკძალული. მეწყრული პროცესი კი აქ წინა დღით განვითარდა.
მთავარი ფოტო: ქობულეთის შემოვლითი გზა „ბათუმელების“ არქივიდან
„დაწყებულია წინასამობილიზაციო სამუშაოები გეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად“ – მოგვწერეს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან 9 ნოემბერს.
ამ თემაზე:
ქობულეთის შემოვლითი გზა დაზიანდა – „მოძრაობის ჩაკეტვა ამ ეტაპისთვის დაგეგმილი არ არის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…