რუსეთმა უკრაინის იმართულებით 200-მდე დრონი გაუშვა - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა როსტოვისა და სამარის ოლქებს დაარტყეს
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 200-მდე დრონი გაუშვა, რის შედეგადაც კიევში 6 ადამიანი დაშავდა. საპასუხოდ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა როსტოვისა და სამარის ოლქებს დაარტყეს, რასაც ხანძარი მოჰყვა სასაწყობე ცენტრში, საავიაციო და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, კიევი და მოსკოვი ენერგოობიექტების დაბომბვის შეჩერებაზე შეთანხმდნენ, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პირობა მხოლოდ მოსკოვისგან ანალოგიური გარანტიების მიღების შემთხვევაში შესრულდება.

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა. ქვეყნის მიმართულებით 200-მდე დრონი გაუშვეს. დარტყმა კიევზე განხორციელდა. დაშავებულია 6 ადამიანი. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
საპასუხოდ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა როსტოვისა და სამარის ოლქებს დაარტყეს. ხანძარია სასაწყობე ცენტრში, საავიაციო და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში.
ამ ფონზე, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიევი და მოსკოვი ენერგოობიექტების დაბომბვის შეჩერებაზე შეთანხმდნენ.
ზელენსკი ამბობს, რომ პირობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შესრულდება, თუ კიევი მოსკოვისგან ანალოგიურ გარანტიებს მიიღებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…