ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასიური სარაკეტო იერიშები მიიტანა - საპასუხო დარტყმებს ახორციელებს რუსეთზე უკრაინაც

რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე, ოდესასა და სუმზე მასიური სარაკეტო და დრონებით იერიშები მიიტანა, რასაც მსხვერპლი და ათზე მეტი დაშავებული მოჰყვა. დაზიანდა ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები, ასევე განადგურდა სტუდია "კვარტალი 95" და პირველი ლედის ფონდის საწყობები. თავის მხრივ, უკრაინამ საპასუხო დარტყმები მიიტანა რუსეთის სარატოვისა და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებმაც მუშაობა შეაჩერეს.

რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასიური სარაკეტო იერიშები მიიტანა - საპასუხო დარტყმებს ახორციელებს რუსეთზე უკრაინაც
რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასიური სარაკეტო იერიშები მიიტანა - საპასუხო დარტყმებს ახორციელებს რუსეთზე უკრაინაცრუსთავი 2

რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასიური სარაკეტო იერიშები მიიტანა. კიევზე, ოდესაზე და სუმზე განხორციელებულ თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა, დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

კიევში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სასწავლო დაწესებულება და ინფრასტრუქტურა. დრონებით იერიშის შედეგად მთლიანად განადგურდა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დაარსებული სტუდია "კვარტალი 95", ასევე უკრაინის პირველი ლედის ფონდის საწყობები.

საპასუხო დარტყმები რუსეთზე მიაქვს უკრაინასაც. იერიში იყო სარატოვისა და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - შედეგად მათ მუშაობა სრულად შეაჩერეს.

"როიტერის" შეფასებით, ორი მსხვილი საწარმოს გაჩერება რუსეთის შიდა ბაზარზე საწვავის დეფიციტს გაამწვავებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.