ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის არის თამაშში შემოყვანილი "ლელო" და გახარიას პარტია - მათი გარე ბატონები ცდილობენ, ეს ორი პარტია "ნაციონალური მოძრაობისგან" გამიჯნონ - ლევან მაჭავარიანი

ლელონაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, პარტიები "ლელო" და "საქართველოსთვის" გარე აქტორების დავალებით არიან თამაშში შემოყვანილი ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის და მათი მიზანია ამ პარტიების "ნაციონალური მოძრაობისგან" გამიჯვნა.

ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის არის თამაშში შემოყვანილი "ლელო" და გახარიას პარტია - მათი გარე ბატონები ცდილობენ, ეს ორი პარტია "ნაციონალური მოძრაობისგან" გამიჯნონ - ლევან მაჭავარიანი
ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის არის თამაშში შემოყვანილი "ლელო" და გახარიას პარტია - მათი გარე ბატონები ცდილობენ, ეს ორი პარტია "ნაციონალური მოძრაობისგან" გამიჯნონ - ლევან მაჭავარიანირუსთავი 2

"ყველაფერი, რაც პოსტში მაქვს გამოქვეყნებული, არის ფაქტების კონსტატაცია. შესაბამისად, როგორც არ უნდა იტყუოს გახარიას პარტია, ამ ფაქტებს ვერ გაექცევა. ყველაზე კარგად ჩვენმა საზოგადოებამ იცის ეს ფაქტები", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რითაც საკუთარ Facebook პოსტს გამოეხმაურა.

როგორც ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, გარე აქტორების დავალებით, პარტია "ლელო" და "საქართველოსთვის" ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის არის თამაშში შემოყვანილი.

"საზოგადოებამ ისიც იცის, რომ, "ნაცებთან" ერთად, მათ მოღალატეობრივ წერილს მოაწერეს ხელი და გააგზავნეს ბრიუსელში 2024 წლის არჩევნების შემდეგ, სადაც ბრიუსელს ეხვეწებოდნენ საქართველოს დასანქცირებას.

საზოგადოებას ისიც კარგად ახსოვს, რომ, გარე მითების მიხედვით, გახარიას პარტია გაიქცა, როდესაც ვიღებდით ანტი-ლგბტ პროპაგანდის კანონს. გახარიას პარტიასაც მოუწია, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს დამდგარიყო.

საზოგადოებას ყველაფერი კარგად ახსოვს და ზუსტად ეს არის ის განაჩენი, რომელიც გამოუტანა ქართულმა ხალხმა, როდესაც მას გაუმესამედა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წლის არჩევნებზე.

ე.წ. ნეიტრალური, გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის არის სწორედ თამაშში შემოყვანილი "ლელო" და გახარიას პარტია და მაგიტომ ცდილობენ მათი გარე ბატონები, რომ ეს ორი პარტია გამიჯნონ "ნაციონალური მოძრაობისგან".

გააგრძელებენ გარე ძალები ამ სტრატეგიით მუშაობას. 2028 წლისთვის უფრო მეტი ფსონის დადებას აპირებენ "ლელოზე" და გახარიაზე, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ წინ ელოდებათ სასამართლო პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველაფერი, რაც პოსტში მაქვს გამოქვეყნებული, არის ფაქტების კონსტატაცია. შესაბამისად, როგორც არ უნდა იტყუოს გახარიას პარტია, ამ ფაქტებს ვერ გაექცევა. ყველაზე კარგად ჩვენმა საზოგადოებამ იცის ეს ფაქტები“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„საზოგადოებამ ისიც იცის, რომ, "ნაცებთან" ერთად, მათ მოღალატეობრივ წერილს მოაწერეს ხელი და გააგზავნეს ბრიუსელში 2024 წლის არჩევნების შემდეგ, სადაც ბრიუსელს ეხვეწებოდნენ საქართველოს დასანქცირებას. საზოგადოებას ისიც კარგად ახსოვს, რომ, გარე მითების მიხედვით, გახარიას პარტია გაიქცა, როდესაც ვიღებდით ანტი-ლგბტ პროპაგანდის კანონს. გახარიას პარტიასაც მოუწია, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს დამდგარიყო. საზოგადოებას ყველაფერი კარგად ახსოვს და ზუსტად ეს არის ის განაჩენი, რომელიც გამოუტანა ქართულმა ხალხმა, როდესაც მას გაუმესამედა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წლის არჩევნებზე. ე.წ. ნეიტრალური, გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის არის სწორედ თამაშში შემოყვანილი "ლელო" და გახარიას პარტია და მაგიტომ ცდილობენ მათი გარე ბატონები, რომ ეს ორი პარტია გამიჯნონ "ნაციონალური მოძრაობისგან". გააგრძელებენ გარე ძალები ამ სტრატეგიით მუშაობას. 2028 წლისთვის უფრო მეტი ფსონის დადებას აპირებენ "ლელოზე" და გახარიაზე, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ წინ ელოდებათ სასამართლო პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში“
ლევან მაჭავარიანი
„და გახარიაზე, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ წინ ელოდებათ სასამართლო პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში“
ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.