ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

პარლამენტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინა. ჯანდაცვის კომიტეტზე წარდგენილი მონაცემებით, შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით 7 111 აქტივობა განხორციელდა, ხოლო კანონის ამოქმედების შემდეგ სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა.

პარლამენტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინა
პარლამენტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინარუსთავი 2

პარლამენტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინა. ჯანდაცვის კომიტეტზე წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით ჯამში 7 111 აქტივობა განხორციელდა.

შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარდა 4 312 ინსპექტირება, შემოწმდა 2 045 ობიექტი და საზედამხედველო ღონისძიებები 41 910-მდე დასაქმებულს შეეხო. გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად გაიცა 24 690 მითითება.

განხილვისას ითქვა ისიც, რომ, "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონის ამოქმედების შემდეგ, სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევების რაოდენობა 46%-ით შემცირდა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.