ბათუმში კაფეს საწარმოო პროცესი შეუჩერეს – „დაფიქსირდა ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა“
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმში მდებარე კაფე-ბარ „ქენთ სთოფს“ ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევებისა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ინსპექტირებისას ასევე დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმში კაფე-ბარს „ქენთ სთოფ“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
სააგენტოს ცნობით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე კ. ზ.-ის (მისამართი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის N49) კუთვნილი კაფე-ბარი -„ქენთ სთოფ“ და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
„ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ამავდროულად, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
ობიექტი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა“ – წერს სააგენტო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…