"ჩვენი ნაფერები და ნალოლიავები არსებები ორმოებში ჩაყარეთ, თითქოს არაფერს წარმოადგენდნენ, თითქოს მათ სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა!" (ვიდეო)
მირანდა მარუაშვილი: მე, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, დღეს მივდივარ აქციაზე!!! დიახ, მივდივარ, რადგან ჩემი სინდისი ამის უფლებას არ მაძლევს, რომ გავჩუმდე! ჩემი სიყვარული ცოცხალი არსებების მიმართ პარტიაზე, პოლიტიკასა და ნებისმიერ თანამდებობაზე მაღლა დგას! ეს არ არის ჩემი ოცნება! ეს არ არის ჰუმანურობა!
ინტერნეტმომხმარებელი მირანდა მარუაშვილი:
ეს ჩემი შვილია!!!
ხედავთ?! ეს უბრალოდ ძაღლი არ არის! ეს არის სიცოცხლე, რომელსაც ვეფერებოდით, ვაჭმევდით, ვუფრთხილდებოდით, რომელსაც ჩვენი დანახვისას თვალები უბრწყინდებოდა და ჩვენი ნაბიჯების ხმა ახარებდა!
ჩაგვიკალით გულები! ჩვენი სიყვარული, ჩვენი ზრუნვა, ჩვენი ნაფერები და ნალოლიავები არსებები ორმოებში ჩაყარეთ, თითქოს არაფერს წარმოადგენდნენ, თითქოს მათ სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა!
მე, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, დღეს მივდივარ აქციაზე!!!
დიახ, მივდივარ, რადგან ჩემი სინდისი ამის უფლებას არ მაძლევს, რომ გავჩუმდე! ჩემი სიყვარული ცოცხალი არსებების მიმართ პარტიაზე, პოლიტიკასა და ნებისმიერ თანამდებობაზე მაღლა დგას!
ეს არ არის ჩემი ოცნება!
ეს არ არის ჰუმანურობა!
ეს არ არის პოპულაციის მართვა!
ჩვენ პასუხებს ვითხოვთ! ვითხოვთ სიმართლეს, გამოძიებას და პასუხისმგებლობას!
ვისაც ერთხელ მაინც გიფერებიათ ქუჩის ძაღლისთვის, ვისაც ერთხელ მაინც დაგინახავთ, როგორ გელოდებათ საჭმლისთვის, ვისაც გული გტკივათ უდანაშაულო არსებების ბედზე — დღეს თქვენი ხმაც საჭიროა!
დღეს მათ ნაცვლად ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ! ისინი ვეღარ გვეტყვიან, როგორ ელოდებოდნენ ჩვენს დაბრუნებას...
არა სისასტიკეს!
არა მკვლელობას!
არა სადიზმს!
ჩვენი სიყვარული არ ჩაყაროთ ორმოებში! ჩვენი შვილებივით საყვარელი არსებების სიცოცხლეს ფასი აქვს!!!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…