პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში კაფე-ბარს "ქენთ სთოფ" საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში მდებარე კაფე-ბარ "ქენთ სთოფს" კრიტიკული შეუსაბამობებისა და ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა და ბიზნესოპერატორი დააჯარიმა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში კაფე-ბარს "ქენთ სთოფ" საწარმოო პროცესი შეუჩერა
რუსთავი 2

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე კ. ზ.-ის (მისამართი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის N49) კუთვნილი კაფე-ბარი - "ქენთ სთოფ" და, გამოვლენილი დარღვევბის გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

"ინსპექტირების შედეგად, ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ამავდროულად, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

ობიექტი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს ატარებს", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ბათუმელებიოპოზიციურიბათუმში კაფეს საწარმოო პროცესი შეუჩერეს – „დაფიქსირდა ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები