პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა, რომელიც რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე ფუნქციონირებდა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა
რუსთავი 2

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი ა.ჩ.-ის (მისამართი: ბათუმი, ბაგრატიონის 113 ა) ხორცპროდუქტების საწარმო და, გამოვლენილი დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

"ინსპექტირების პროცესში დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ხორცპროდუქტების (მათ შორის შებოლილი ხორცპროდუქტების) წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს", - აღნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. ბათუმელებიოპოზიციურიბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს
  2. იმედინიუსისამთავრობოსურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
გონიოში ხორცპროდუქტების მწარმოებელს სააგენტომ საწარმოო პროცესი შეუჩერაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები