Politico: ბრიუსელი 4 პერსპექტიული კანდიდატი ქვეყნისთვის სამოქმედო გეგმებს ამზადებს
Politico-ს ცნობით, ევროკავშირი ოთხი პერსპექტიული კანდიდატი ქვეყნისთვის — მონტენეგროს, ალბანეთის, უკრაინისა და მოლდოვასთვის — სამოქმედო გეგმებს და საორიენტაციო ვადებს ამზადებს. პარალელურად, საქართველოს, თურქეთისა და სერბეთისთვის საგზაო რუკები არ შემოთავაზდება, რადგან მათი განაცხადების განხილვა დემოკრატიული და სასამართლო სისტემის უკუსვლის გამო შეჩერებულია.

Politico-ს ცნობით, ევროკავშირი წევრობის ყველაზე პერსპექტიული ოთხი კანდიდატისთვის (მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა) სამოქმედო გეგმებს ამზადებს, სადაც გაწევრიანების მოლაპარაკებების საკვანძო ეტაპების დასასრულებლად მიზნობრივი თარიღები იქნება დათქმული.
„ეს ოთხი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების ფავორიტებად მიიჩნევა, თუმცა ისინი კვლავ აწყდებიან ნელ პროგრესსა და გაურკვეველ ვადებს იმის თაობაზე, თუ როდის შეიძლება მათი ოფიციალურად მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი დიდი ხანია მხარს უჭერს მათ განაცხადებს წევრობაზე, ეს საგზაო რუკები იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მათ მიეცემათ გარანტიები, რომ არსებითი რეფორმების გაგრძელების შემთხვევაში, ისინი ევროკავშირში მიღებულნი იქნებიან, და შესთავაზებენ საორიენტაციო ვადებს მოლაპარაკებების დასასრულებლად“, — წერს გამოცემა.
Politico-ს წყაროს ცნობით, საგზაო რუკები უფრო ნათელს გახდის, თუ კონკრეტულად რა მოეთხოვება თითოეულ კანდიდატ ქვეყანას, ამასთან, შექმნის ვალდებულებებს ევროკავშირის ამჟამინდელი წევრებისთვისაც, რომლებმაც პროცესის წინსვლას თანხმობა უნდა მისცენ. გეგმები ასევე ადგენს მიახლოებით თარიღებს იმის თაობაზე, თუ როდის დაიხურება ოფიციალურად გაწევრიანების მოლაპარაკებების „კლასტერები“.
„პროცესის უფრო ადრეულ ეტაპზე მყოფ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, როგორებიცაა კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია და ბოსნია-ჰერცეგოვინა, ამ ეტაპზე საგზაო რუკებს არ შესთავაზებენ. ასევე, არ იქნება შეთავაზებული საგზაო რუკები საქართველოს, თურქეთსა და სერბეთისთვის, რომელთა განაცხადების განხილვა დემოკრატიული და სასამართლო სისტემის უკუსვლის გამო შეჩერებულია“, — წერს Politico.
პარალელურად, ევროკავშირი გეგმავს გაფართოებამდელი პოლიტიკის რეფორმას, რაც ითვალისწინება წინადადებებს ბლოკის შიდა მუშაობის შესაცვლელად, რათა უზრუნველყოფილ იქნას დამცავი მექანიზმების არსებობა, რათა თავიდან აიცილონ ახალი წევრების მიერ საკვანძო პოლიტიკის შეფერხებას ან საკუთარ ვალდებულებებზე უარის თქმა. ცვლილებები შესაძლოა მოიცავდეს საგანგებო პუნქტებსა და გარდამავალ პერიოდებს გარკვეული წევრობის უფლებების სრულად მინიჭებამდე.
ამ თემაზე:
ირლანდიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და გაფართოება საქართველოს გარეშე
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაPolitico: EU ყველაზე პერსპექტიული კანდიდატებისთვის წევრობის სამოქმედო გეგმებს ამზადებს, „საგზაო რუკას" არ შესთავაზებენ საქართველოს
ევროკომისია მოწინავე კანდიდატი ქვეყნებისთვის გაწევრიანების ახალ საგზაო რუკებს ამზადებს
საქართველო ევროკავშირის მიღმა - "ოცნება" ბრიუსელის გადაწყვეტილებას "ბნელ გეგმას" უწოდებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…