ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

Politico: EU ყველაზე პერსპექტიული კანდიდატებისთვის წევრობის სამოქმედო გეგმებს ამზადებს, „საგზაო რუკას" არ შესთავაზებენ საქართველოს

გამოცემა Politico-ს ცნობით, ევროკავშირი ამუშავებს წინადადებებს, რომლებიც ყველაზე პერსპექტიულ კანდიდატ ქვეყნებს - მონტენეგროს, უკრაინას, მოლდოვასა და ალბანეთს - წევრობისკენ მკაფიო, ეტაპობრივ გზას და მიზნობრივ „საგზაო რუკებს“ შესთავაზებს. საქართველოს, თურქეთს, სერბეთს, კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ამ ეტაპზე საგზაო რუკებს არ შესთავაზებენ.

Politico: EU ყველაზე პერსპექტიული კანდიდატებისთვის წევრობის სამოქმედო გეგმებს ამზადებს, „საგზაო რუკას" არ შესთავაზებენ საქართველოს
Politico: EU ყველაზე პერსპექტიული კანდიდატებისთვის წევრობის სამოქმედო გეგმებს ამზადებს, „საგზაო რუკას" არ შესთავაზებენ საქართველოსTV პირველი

ევროკავშირი ამუშავებს წინადადებებს, რომლებიც ბლოკში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს მყოფ ოთხ ქვეყანას გაწევრიანებისკენ მკაფიო, ეტაპობრივ გზას შესთავაზებს, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პირველად, ბრიუსელი განიხილავს მონტენეგროს, უკრაინის, მოლდოვასა და ალბანეთისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების ძირითადი ეტაპების დასრულების მიზნობრივი თარიღების დანიშვნას.

ირკვევა, რომ მონტენეგროსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისა და ალბანეთისთვის მიზნობრივი „საგზაო რუკების“ შექმნა განიხილება.

უფრო კონკრეტულად, ევროკომისიის ორმა მაღალჩინოსანმა, რომლებიც წინადადებების პროექტზე მუშაობენ, POLITICO-ს განუცხადეს, რომ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე პროცესის დაჩქარების მცდელობის ფარგლებში, მონტენეგროსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვასა და ალბანეთისთვის მიზნობრივი „საგზაო რუკები“ განიხილება.

Politico-ს წყაროების განმარტებით, ეს „საგზაო რუკები“ უფრო ნათელს გახდის, თუ კონკრეტულად რა მოეთხოვება თითოეულ კანდიდატ ქვეყანას; ამავდროულად, ისინი ვალდებულებებს დააკისრებს მოქმედ წევრებსაც, რომელთა თანხმობაც აუცილებელია პროცესის წინსვლისთვის. გეგმები ასევე განსაზღვრავს სავარაუდო ვადებს რეფორმების ჯგუფების - ე.წ. „მოლაპარაკებების კლასტერების“ - ოფიციალურად დასრულებისთვის, რაც გაწევრიანების გზაზე უმნიშვნელოვანეს ეტაპებს წარმოადგენს.

გამოცემას, ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ პროცესის ადრეულ ეტაპზე მყოფ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, როგორიცაა კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია და ბოსნია და ჰერცეგოვინა, ამ ეტაპზე საგზაო რუკებს არ შესთავაზებენ. საგზაო რუქებს არ შესთავაზებენ საქართველოს, თურქეთსა და სერბეთს, "რომელთა განაცხადებიც დემოკრატიულ და სასამართლო სისტემაში უკუსვლის შესახებ არსებული შეშფოთების გამო შეჩერებულია".

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.