ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პროტესტი 166 სკოლასთან - მოსწავლეები და მშობლები შენობის რეაბილიტაციის დასრულებას ითხოვენ

ლელოქართული ოცნება

თბილისში, 166-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები და მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სამი წლის წინ დახურული და ავარიული შენობის დროულად აღდგენასა და რეაბილიტაციის დასრულებას ითხოვენ. მონაწილეთა განცხადებით, შენობა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დროს დაზიანდა, რის გამოც ბავშვები სხვა სკოლებში გადაანაწილეს.

პროტესტი 166 სკოლასთან - მოსწავლეები და მშობლები შენობის რეაბილიტაციის დასრულებას ითხოვენ
პროტესტი 166 სკოლასთან - მოსწავლეები და მშობლები შენობის რეაბილიტაციის დასრულებას ითხოვენTV პირველი

თბილისის კიდევ ერთ უბანში სკოლის რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. 166-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები და მათი მშობლები შეიკრიბნენ და სამი წლის წინ დახურული სკოლის დროულად აღდგენას ითხოვენ.

მათი თქმით, ავარიული სკოლის შენობა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დროს კიდევ უფრო დაზიანდა, რის შემდეგაც სასწავლო პროცესი შეწყდა, მოსწავლეები კი ორ სხვადასხვა სკოლაში გადაანაწილეს.

აქციის მონაწილეები სამუშაოების დროულად დასრულებას და ბავშვების საკუთარ სკოლაში დაბრუნებას ითხოვენ.

წერეთლის რეაბილიტაციის პროცესები როცა დაიწყო, მაშინ გახდა გარედან ხილული ეს ბზარები, რომელიც იყო მშობლებისთვის შემაშფოთებელი. როგორც ვიცი მშობლის მიერ გახდა მოთხოვნა ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, ამ ექსპერტიზის დასკვნით წერია, რომ შენობას მიენიჭა მეორე, მესამე კატეგორია, რაც გულისხმობს, რომ შესაძლებელი იყო, სკოლას ჩატარებოდა რეაბილიტაცია და სარემონტო სამუშაოები. მესამე წელია ველოდებით უშედეგოდ, მერხის არაა გამოტანილი და დაფა სკოლის შენობიდან, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

მშობლები, მოსწავლეები, ამსწავლებლები იძლებულები გახდნენ, გამოსულიყვნენ ქუჩაში, რადგან ამ ქვეყანაში ინსტიტუციურად, სახელმწიფოებრივად უკვე არაფერი კეთდება. "ქართული ოცნების" ხელისუფლება ვერ ართმევს საბაზისო ამბავს თავს, რომ მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი განათლება.

მშობლები ჩენთან კომუნიკაციის დროს ამბობენ, რომ ეს სკოლა დაზიანდა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დროს ანუ პირდაპირ თბილისის მერის პასუხისმგებლობაც იკვეთება, - ამბობს "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.