ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესწყობილებას, იმყოფებიან დესტრუქციულ რეჟიმში - აკაკი ალადაშვილი ოპოზიციაზე

ქართული ოცნება

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს და ოპოზიციური პარტიების ხელოვნურ გადალაგებაზე, გარე ძალების გავლენებსა და საპარლამენტო არჩევნებამდე არსებულ პროცესებზე საუბრობს. აღნიშნულ განცხადებას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია კონსტიტუციურ წესწყობილებას არ აღიარებს და დესტრუქციულ რეჟიმში იმყოფება.

არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესწყობილებას, იმყოფებიან დესტრუქციულ რეჟიმში - აკაკი ალადაშვილი ოპოზიციაზე
არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესწყობილებას, იმყოფებიან დესტრუქციულ რეჟიმში - აკაკი ალადაშვილი ოპოზიციაზერუსთავი 2

"2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა ნუ დაავიწყდებათ, რომ წინ აქვთ სასამართლო პროცესი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით", - წერს სოციალურ ქსელში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე.

ლევან მაჭავარიანი ვრცელ წერილს ავრცელებს და საუბრობს გარე ძალების მიერ, ყოველი არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიების სხვადასხვა კონფიგურაციით გადალაგების მცდელობებზე, ამ პროცესში NGO-ბის როლზე და ახალი პარტიების, მათ შორის გახარიას პარტიის ხელოვნურად გაჩენაზე.

მისი თქმით, ეს ძალები ერთიანი ვერტიკალით იმართებიან და მიზნად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ისახავენ.

როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, გარე ძალების და მათი გეგმების ლუსტრაცია ორ ფუნდამენტურმა საკითხს, გამჭვირვალობის და ანტი-LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონებს მოჰყვა.

ლევან მაჭავარიანის პოსტს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გამოეხმაურა. აკაკი ალადაშვილის განცხადებით, კონკრეტული ძალები იმყოფებიან დესტრუქციულ რეჟიმში.

"დაიწყო უკრაინა-რუსეთის ომი. 2021 წელს ეს გაკეთდა იმიტომ, რომ წაერთმიათ "ქართული ოცნებისთვის" ხმები, მოეყვანათ ხელისუფლებაში აგენტურა და არ ყოფილიყო ომის დაწყების დროს "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში, ჰყოლოდათ ხელისუფლებაში აგენტურა, რათა საქართველო მზად ყოფილიყო მეორე ფრონტის გასახსნელად და ომში ჩასართველად.

ისინი არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესწყობილებას, იმყოფებიან დესტრუქციულ რეჟიმში და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომ დაემატნენ ისინი კონსტიტუციურ სარჩელს", - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა ნუ დაავიწყდებათ, რომ წინ აქვთ სასამართლო პროცესი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით“
ლევან მაჭავარიანი
„ხელისუფლებაში, ჰყოლოდათ ხელისუფლებაში აგენტურა, რათა საქართველო მზად ყოფილიყო მეორე ფრონტის გასახსნელად და ომში ჩასართველად. ისინი არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესწყობილებას, იმყოფებიან დესტრუქციულ რეჟიმში და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომ დაემატნენ ისინი კონსტიტუციურ სარჩელს“
აკაკი ალადაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.