სერბეთის პრეზიდენტი გადადგა
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვით ადრე თანამდებობიდან გადადგა და შესაძლოა პრემიერმინისტრის პოსტზე იყაროს კენჭი. გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის მოვალეობას პარლამენტის სპიკერი ანა ბრნაბიჩი შეასრულებს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები 90 დღის განმავლობაში ჩატარდება.

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვით ადრე თანამდებობიდან გადადგა.
თუკი ახალ მთავრობას მისი პარტია, სერბული პროგრესული პარტია ჩამოაყალიბებს, ეს ნაბიჯი შესაძლებელს ხდის, რომ გადამდგარი პრეზიდენტი პრემიერმინისტრად დაინიშნოს.
ვუჩიჩი პრეზიდენტის პოსტს ორჯერ იკავებდა. კონსტიტუციის მიხედვით, მას იგივე თანამდებობაზე კენჭისყრის უფლება აღარ აქვს, შესაბამისად ახლა აპირებს კენჭი იყაროს პრემიერმინისტრის პოსტზე.
"ეს ჩემთვის ამ შენობაში ბოლო საღამოა. ერთგულად გემსახურეთ თქვენ და ჩემს სამშობლოს, სერბეთს. ვამაყობ იმის გამო, თუ რაც გავაკეთეთ ერთად". - თქვა ვუჩიჩმა და პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეკრებილი მხარდამჭერებს მიმართა.
გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის თანამდებობას პარლამენტის ახლანდელი მოწვევის სპიკერი, ანა ბრნაბიჩი დაიკავებს.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ის 90 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.
სექტემბრის დასაწყისში ვუჩიჩმა პარლამენტის დათხოვნის შესახებ განკარგულება გასცა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.
გადაწყვეტილებას ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური კრიზისი უძღოდა.
საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GEალექსანდარ ვუჩიჩი სერბეთის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა
- ტაბულასერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი ვადამდელ არჩევნებამდე გადადგა
- რადიო თავისუფლებასერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა გადადგომის შესახებ განაცხადა
- იმედინიუსისერბეთის პრეზიდენტი გადადგა - ქვეყანა ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება
- რუსთავი 2სერბეთის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა - მიზეზად ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა სახელდება
ციტატები სტატიიდან
„ეს ჩემთვის ამ შენობაში ბოლო საღამოა. ერთგულად გემსახურეთ თქვენ და ჩემს სამშობლოს, სერბეთს. ვამაყობ იმის გამო, თუ რაც გავაკეთეთ ერთად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…