ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სერბეთის პრეზიდენტი გადადგა - ქვეყანა ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა თანამდებობა დატოვა, რითაც დასრულდა მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა. ქვეყანა ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას პარლამენტის თავმჯდომარე ანა ბრნაბიჩი შეასრულებს.

სერბეთის პრეზიდენტი გადადგა - ქვეყანა ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება
სერბეთის პრეზიდენტი გადადგა - ქვეყანა ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებაიმედინიუსი

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამით, როგორც სააგენტო წერს, დასრულდა ვუჩიჩის მეორე და უკანასკნელი ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადა, რაც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას ქმნის.

ვუჩიჩის გადადგომა, მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე შვიდი თვით ადრე, სერბეთში 25 ოქტომბერს დაგეგმილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე მოხდა. ეს მას შესაძლებლობას აძლევს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს, თუ მისი „სერბეთის პროგრესული პარტია“ ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს, იუწყება Reuters-ი.

ვუჩიჩმა ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომას გეგმავდა და სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართებოდა.

ბელგრადის ცენტრში, პრეზიდენტის სასახლის წინ, ვუჩიჩის ასობით მხარდამჭერი შეიკრიბა და მას შეძახილებითა და ოვაციებით მიესალმა.

„ეს ჩემი ბოლო საღამოა ამ შენობაში... მე ერთგულად გემსახურეთ თქვენ და ჩემს სამშობლოს, სერბეთს... ვამაყობ იმით, რაც ერთად გავაკეთეთ“, - განუცხადა მან დროშებით ხელში შეკრებილ მხარდამჭერებს თანამდებობიდან გადადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე.

სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე ანა ბრნაბიჩი შეასრულებს. საპრეზიდენტო არჩევნები 90 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიის ხანგრძლივობა 30-დან 60-დღემდე იქნება.

„დეკემბრის ბოლომდე საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართება“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს ჩემი ბოლო საღამოა ამ შენობაში... მე ერთგულად გემსახურეთ თქვენ და ჩემს სამშობლოს, სერბეთს... ვამაყობ იმით, რაც ერთად გავაკეთეთ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„დეკემბრის ბოლომდე საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.