პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია - გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ ჩვენ მხოლოდ მშვიდობით, პრაგმატული პოლიტიკით და ურთიერთშერიგებით დავუბრუნდეთ ერთმანეთს - ჩვენ, ჩვენი აფხაზი, ოსი დები და ძმები

ქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ 27 სექტემბერთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დაღუპული გმირების ხსოვნა ქვეყანას ავალდებულებს მშვიდობიანი, პრაგმატული პოლიტიკითა და ურთიერთშერიგებით დაუბრუნდნენ აფხაზ და ოს დებსა და ძმებს.

ირაკლი კირცხალია - გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ ჩვენ მხოლოდ მშვიდობით, პრაგმატული პოლიტიკით და ურთიერთშერიგებით დავუბრუნდეთ ერთმანეთს - ჩვენ, ჩვენი აფხაზი, ოსი დები და ძმები
ინტერპრესნიუსი

პირველ რიგში, ქედს ვხრით დაღუპული გმირების წინაშე - რაც შეეხება იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნების“ გუნდი - პირველ რიგში, ამ გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ ჩვენ მხოლოდ მშვიდობით, იმ პრაგმატული პოლიტიკით და ურთიერთშერიგებით დავუბრუნდეთ ერთმანეთს - ჩვენ, ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გმირთა მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა და სურვილია, რომ მოხდეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით.

“27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. პირველ რიგში, ქედს ვხრით დაღუპული გმირების წინაშე. რაც შეეხება იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნების“ გუნდი - პირველ რიგში, ამ გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ ჩვენ მხოლოდ მშვიდობით, იმ პრაგმატული პოლიტიკით და ურთიერთშერიგებით დავუბრუნდეთ ერთმანეთს - ჩვენ, ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები. საქართველომ გამოიარა ძალიან მძიმე წლები. საქართველომ თავის უახლეს ისტორიაში გაიგო, რა არის ომის ფასი. კიდევ ერთხელ, ასევე ამ გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ მსგავსი ტრაგედია საქართველოში არასდროს განმეორდეს. სწორედ ამისთვის, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა და სურვილია, რომ მოხდეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს”, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კირცხალია: გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, მხოლოდ მშვიდობით და პრაგმატული პოლიტიკით, შერიგებით დავიბრუნოთ ერთმანეთი, ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი კირცხალია – გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, მხოლოდ მშვიდობით და ურთიერთშერიგებით დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: 27 სექტემბერი არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს და ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას - ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები