ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი კირცხალია: დაფინანსების 90%-ზე მეტი მოდიოდა 2-3 არასამთავრობო ორგანიზაციაზე, მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი იყო ეკა გიგაურის ორგანიზაცია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების 90%-ზე მეტი მოდიოდა 2-3 ორგანიზაციაზე, რომელთა შორის ერთ-ერთი ლიდერი ეკა გიგაურის ორგანიზაცია იყო. კირცხალიას თქმით, ეს ორგანიზაციები გარედან მიღებულ დავალებებს ასრულებენ და არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას ცდილობდნენ.

ირაკლი კირცხალია: დაფინანსების 90%-ზე მეტი მოდიოდა 2-3 არასამთავრობო ორგანიზაციაზე, მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი იყო ეკა გიგაურის ორგანიზაცია
ირაკლი კირცხალია: დაფინანსების 90%-ზე მეტი მოდიოდა 2-3 არასამთავრობო ორგანიზაციაზე, მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი იყო ეკა გიგაურის ორგანიზაციარუსთავი 2

"როდესაც კაპიტან გიგაურზე ვსაუბრობთ და მათ დებზე და ძმებზე, 2-3 არასამთავრობო ორგანიზაციაზე, არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების 90%-ზე მეტი მოდიოდა 2-3 არასამთავრობო ორგანიზაციაზე. მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი იყო ქალბატონი ეკას ორგანიზაცია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიებას. კირცხალიას შეფასებით, გიგაური გარედან მიღებულ დავალებებს ასრულებს.

"არ დაგვავიწყდეს ISFED, როგორ ცდილობდნენ პირდაპირ არჩევნების შედეგებზე მოეხდინათ ზემოქმედება. როგორ ცდილობდნენ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, "რუსულ კანონად" მოენათლათ. ისინი არიან ერთ-ერთი დიდი აფიორის ავტორები ჩვენს ქვეყანაში. როდესაც ასეთ ფუჭ და არაფრისმთქმელ სახელებზე და გვარებზე გვაქვს საუბარი და შემდეგ მათს შიდა აგენტურულ ბატალიებზე - გიგაურს როდის უნდა ეღიარებინა სააკაშვილი პოლიტპატიმრად, მანამდე გვარამიასთვის უნდა დაეჭირა მხარი თუ მამუკა ხაზარაძისთვის, თუ გახარიაზე ეკეთებინა კარგი კომენტარები, არ დაგვავიწყდეს, რა დავალებაც მოსდით, ამ დავალებას ასრულებენ", - განაცხადა კირცხალიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როდესაც კაპიტან გიგაურზე ვსაუბრობთ და მათ დებზე და ძმებზე, 2-3 არასამთავრობო ორგანიზაციაზე, არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების 90%-ზე მეტი მოდიოდა 2-3 არასამთავრობო ორგანიზაციაზე. მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი იყო ქალბატონი ეკას ორგანიზაცია“
ირაკლი კირცხალია
„არ დაგვავიწყდეს ISFED, როგორ ცდილობდნენ პირდაპირ არჩევნების შედეგებზე მოეხდინათ ზემოქმედება. როგორ ცდილობდნენ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, "რუსულ კანონად" მოენათლათ. ისინი არიან ერთ-ერთი დიდი აფიორის ავტორები ჩვენს ქვეყანაში. როდესაც ასეთ ფუჭ და არაფრისმთქმელ სახელებზე და გვარებზე გვაქვს საუბარი და შემდეგ მათს შიდა აგენტურულ ბატალიებზე - გიგაურს როდის უნდა ეღიარებინა სააკაშვილი პოლიტპატიმრად, მანამდე გვარამიასთვის უნდა დაეჭირა მხარი თუ მამუკა ხაზარაძისთვის, თუ გახარიაზე ეკეთებინა კარგი კომენტარები, არ დაგვავიწყდეს, რა დავალებაც მოსდით, ამ დავალებას ასრულებენ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მოენათლათ. ისინი არიან ერთ-ერთი დიდი აფიორის ავტორები ჩვენს ქვეყანაში. როდესაც ასეთ ფუჭ და არაფრისმთქმელ სახელებზე და გვარებზე გვაქვს საუბარი და შემდეგ მათს შიდა აგენტურულ ბატალიებზე - გიგაურს როდის უნდა ეღიარებინა სააკაშვილი პოლიტპატიმრად, მანამდე გვარამიასთვის უნდა დაეჭირა მხარი თუ მამუკა ხაზარაძისთვის, თუ გახარიაზე ეკეთებინა კარგი კომენტარები, არ დაგვავიწყდეს, რა დავალებაც მოსდით, ამ დავალებას ასრულებენ“
ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.