ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი კირცხალია: „ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების 90%-ზე მეტი მოდიოდა 2-3

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორის დაფინანსების დიდი ნაწილი რამდენიმე ორგანიზაციაზე მოდიოდა. მან ასევე გააკრიტიკა ეკა გიგაურის ორგანიზაცია და ISFED-ი, და აღნიშნა, რომ ისინი გარედან მიღებულ დავალებებს ასრულებენ.

ირაკლი კირცხალია: „ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების 90%-ზე მეტი მოდიოდა 2-3
ირაკლი კირცხალია: „ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების 90%-ზე მეტი მოდიოდა 2-3POSTV

“როდესაც კაპიტან გიგაურზე ვსაუბრობთ და მათ დებზე და ძმებზე, 2-3 არასამთავრობო ორგანიზაციაზე, არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების 90%-ზე მეტი მოდიოდა 2-3 არასამთავრობო ორგანიზაციაზე. მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი იყო ქალბატონი ეკას ორგანიზაცია”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

ის ასე გამოეხმაურა ეკა გიგაურის ორგანიზაციის მიერ მიხელ სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიებას.

კირცხალიას შეფასებით, გიგაური გარედან მიღებულ დავალებებს ასრულებს.

„არ დაგვავიწყდეს ISFED, როგორ ცდილობდნენ პირდაპირ არჩევნების შედეგებზე მოეხდინათ ზემოქმედება. როგორ ცდილობდნენ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, „რუსულ კანონად“ მოენათლათ. ისინი არიან ერთ-ერთი დიდი აფიორის ავტორები ჩვენს ქვეყანაში. როდესაც ასეთ ფუჭ და არაფრისმთქმელ სახელებზე და გვარებზე გვაქვს საუბარი და შემდეგ მათს შიდა აგენტურულ ბატალიებზე – გიგაურს როდის უნდა ეღიარებინა სააკაშვილი პოლიტპატიმრად, მანამდე გვარამიასთვის უნდა დაეწირა მხარი თუ მამუკა ხაზარაძისთვის, თუ გახარიაზე ეკეთებინა კარგი კომენტარები, არ დაგვავიწყდეს, რა დავალებაც მოსდით, ამ დავალებას ასრულებენ“, – განაცხადა კირცხალიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არ დაგვავიწყდეს ISFED, როგორ ცდილობდნენ პირდაპირ არჩევნების შედეგებზე მოეხდინათ ზემოქმედება. როგორ ცდილობდნენ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, „რუსულ კანონად“ მოენათლათ. ისინი არიან ერთ-ერთი დიდი აფიორის ავტორები ჩვენს ქვეყანაში. როდესაც ასეთ ფუჭ და არაფრისმთქმელ სახელებზე და გვარებზე გვაქვს საუბარი და შემდეგ მათს შიდა აგენტურულ ბატალიებზე – გიგაურს როდის უნდა ეღიარებინა სააკაშვილი პოლიტპატიმრად, მანამდე გვარამიასთვის უნდა დაეწირა მხარი თუ მამუკა ხაზარაძისთვის, თუ გახარიაზე ეკეთებინა კარგი კომენტარები, არ დაგვავიწყდეს, რა დავალებაც მოსდით, ამ დავალებას ასრულებენ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.