ირაკლი კირცხალია: აგენტურა ოპოზიციას დაირქმევს, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ რომელიმე მედიასაშუალებას, ამას არანაირი აზრი არ აქვს - აგენტურა არის აგენტურა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ მედიასაშუალებას დაირქმევს, „აგენტურა არის აგენტურა“ და ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

აგენტურა ოპოზიციას დაირქმევს, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ რომელიმე მედიასაშუალებას, ამას არანაირი აზრი არ აქვს - აგენტურა არის აგენტურა! - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვხედავთ 5 ე.წ. ოპოზიციურ პარტიას, რომელიც სამართლდება საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც სხვადასხვა განულებული ანასხლეტები სასამართლო დარბაზში დღეში რამდენჯერმე იმაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო ბინძურ ტექსტს გამოაქვეყნებს, ისევ და ისევ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, რომ დედაპარტიას ემიჯნებიან. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ შემდეგ პროცესზე გამოვა ნიკა გვარამია და წამოცდენით იტყვის, რომ ისინი ერთი ორგანიზმი არიან.
რაც არ უნდა ამტკიცონ, რომ ისინი არ არიან ამ რეჟიმის („ნაციონალური მოძრაობა“) მეხოტბები და ნაწილი, არ გამოუვათ, რადგან საზოგადოება ამ ტყუილს აღარასდროს მიიღებს“, - აღნიშნა კირცხალიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაირაკლი კირცხალია: „აგენტურა ოპოზიციას დაირქმევს, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ რომელიმე მედიასაშუალებას, ამას არანაირი აზრი არ აქვს – აგენტურა არის აგენტურა“
აგენტურა ოპოზიციას დაირქმევს სახელად, არასამთავრობო ორგანიზაციას, თუ მედიასაშუალებას, ამას არავითარი აზრი არ აქვს, აგენტურა არის აგენტურა - ირაკლი კირცხალია
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ ვხედავთ 5 ე.წ. ოპოზიციურ პარტიას, რომელიც სამართლდება საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც სხვადასხვა განულებული ანასხლეტები სასამართლო დარბაზში დღეში რამდენჯერმე იმაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო ბინძურ ტექსტს გამოაქვეყნებს, ისევ და ისევ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, რომ დედაპარტიას ემიჯნებიან. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ შემდეგ პროცესზე გამოვა ნიკა გვარამია და წამოცდენით იტყვის, რომ ისინი ერთი ორგანიზმი არიან. რაც არ უნდა ამტკიცონ, რომ ისინი არ არიან ამ რეჟიმის („ნაციონალური მოძრაობა“) მეხოტბები და ნაწილი, არ გამოუვათ, რადგან საზოგადოება ამ ტყუილს აღარასდროს მიიღებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…