ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

შიო მესამე: შესრულდა 33 წელი სოხუმის დაცემიდან. მახსენდება კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სიტყვები, რომ იმ ომში გამარჯვებული არავინაა. თუ გვინდა, რომ ეს ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ, რომ ჩვენი ერი კვლავ გაერთიანდეს და გადარჩეს, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა

საპატრიარქო

სოხუმის დაცემიდან 33 წელთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდი გაიმართა. შიო მესამემ იქადაგა და ისაუბრა ომის ტრაგედიაზე, ურთიერთშენდობასა და სიყვარულზე.

შიო მესამე: შესრულდა 33 წელი სოხუმის დაცემიდან. მახსენდება კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სიტყვები, რომ იმ ომში გამარჯვებული არავინაა. თუ გვინდა, რომ ეს ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ, რომ ჩვენი ერი კვლავ გაერთიანდეს და გადარჩეს, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა
შიო მესამე: შესრულდა 33 წელი სოხუმის დაცემიდან. მახსენდება კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სიტყვები, რომ იმ ომში გამარჯვებული არავინაა. თუ გვინდა, რომ ეს ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ, რომ ჩვენი ერი კვლავ გაერთიანდეს და გადარჩეს, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობაიმედინიუსი

კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას აფხაზეთში დაღუპული გმირების თავდადება გაიხსენა. შიო მესამემ დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამების საკათედრო ტაძარში მყოფებს დაურიგეს ჯვრები. მანამდე უწმინდესმა ლიტურგია აღავლინა.

„დღეს ვფიქრობთ უფლის ჯვარზე, მის მნიშვნელობაზე და ძალაზე. შეგვეწიოს ძალა და მადლი ცხოველმყოფელისა ჯვარისა. როდესაც თაყვანს ვცემთ მაცხოვრის ჯვარს, ჩვენ თაყვანს ვცემთ პირველ რიგში ამ დიდი თავგანწირული სიყვარულის ღვაწლს. სწორედ ეს სიყვარული, ღვაწლი აღსრულდა ჯვარზე.

ჩვენ ვიხსენებთ სამწუხარო და ტრაგიკულ მოვლენას უახლესი ისტორიისა. შესრულდა 33 წელი სოხუმის დაცემიდან. ამ საშინელმა ომმა მოიტანა 30000-მდე დაღუპული ადამიანი. მახსენდება კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვები, რომ იმ ომში გამარჯვებული არავინაა. თუ გვინდა, რომ ეს ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ, რომ ჩვენი ერი კვლავ გაერთიანდეს და გადარჩეს, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა“, - განაცხადა შიო მესამემ.

მართლმადიდებელი ეკლესია, ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. მაცხოვრის ჯვარცმიდან თითქმის სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი სიწმინდე - უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის საშუალება მიეცათ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს ვფიქრობთ უფლის ჯვარზე, მის მნიშვნელობაზე და ძალაზე. შეგვეწიოს ძალა და მადლი ცხოველმყოფელისა ჯვარისა. როდესაც თაყვანს ვცემთ მაცხოვრის ჯვარს, ჩვენ თაყვანს ვცემთ პირველ რიგში ამ დიდი თავგანწირული სიყვარულის ღვაწლს. სწორედ ეს სიყვარული, ღვაწლი აღსრულდა ჯვარზე. ჩვენ ვიხსენებთ სამწუხარო და ტრაგიკულ მოვლენას უახლესი ისტორიისა. შესრულდა 33 წელი სოხუმის დაცემიდან. ამ საშინელმა ომმა მოიტანა 30000-მდე დაღუპული ადამიანი. მახსენდება კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვები, რომ იმ ომში გამარჯვებული არავინაა. თუ გვინდა, რომ ეს ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ, რომ ჩვენი ერი კვლავ გაერთიანდეს და გადარჩეს, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა“
შიო მესამე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.