ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პატრიარქი ჯვართამაღლების დღესასწაულზე სამების საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა უნდა აღავლინოს, რის შემდეგაც აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართება.

საქართველოს პატრიარქი ჯვართამაღლების დღესასწაულზე სამების საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს
საქართველოს პატრიარქი ჯვართამაღლების დღესასწაულზე სამების საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენსრუსთავი 2

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

წირვის შემდეგ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
11 სექტემბერს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს, საქართველოს პატრიარქი სამების ტაძარში წირვას აღავლენსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები