პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაპუაშვილი: ჩვენი გზა არის შერიგების გზა, გზა, რომელიც აუცილებლად გადის სინანულზე

ქართული ოცნება

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. მისი თქმით, ქვეყნის გამთლიანებისა და აფხაზებთან და ოსებთან შერიგების გზა სინანულზე გადის, ხოლო ოპოზიციის პოლიტიკა მტრობისა და იარების გახსნისკენ არის მიმართული.

პაპუაშვილი: ჩვენი გზა არის შერიგების გზა, გზა, რომელიც აუცილებლად გადის სინანულზე
ფორმულა

რუსეთისთვის რა ბოდიშის მოხდაზეა საუბარი იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც სასამართლო დავით დაამტკიცა, რომ რუსეთი ახორციელებს ოკუპაციას, ტყუილია, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ რუსეთს უნდა მოვუხადოთ ბოდიში, – ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ხელისუფლების მიზანია ქვეყნის გამთლიანება, ერთადერთი გზა არის შერიგება და სინანული.

„როცა ვსაუბრობთ ქვეყნის გამთლიანებაზე, აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრებაზე, ერთიან სახელმწიფოზე, ჩვენი გზა არის შერიგების გზა, გზა, რომელიც აუცილებლად გადის სინანულზე იმ დაპირისპირების გამო, რომელიც ჩვენს შორის იყო. შერიგება ასე ხდება. მეორე გზა არის მტრობის გზა, რომელიც არჩეული აქვს მიხეილ სააკაშვილს, ბარამიძეს, გვარამაის, ჩერგოლეიშვილს. მათი პოლიტიკა არის იარების გახსნა. ჩვენი პოლიტიკაა, მოვიშუშოთ იარები და გავიხედოთ წინ, ამ იარების მოშუშება ურთიერთსინანულისა და ურთიერთშენდობის გარეშე შეუძლებელია. ჩვენი გზა არის მშვიდობის გზა, ხოლო მათი გზა არის მტრობის და ომის გზა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – იარების მოშუშება ურთიერთსინანულისა და ურთიერთშენდობის გარეშე შეუძლებელია, შერიგება ასე ხდება, ჩვენი გზა არის მშვიდობის გზა
  2. რუსთავი 2სამთავრობოროცა ვსაუბრობთ ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრებაზე და ერთიან სახელმწიფოზე, ჩვენი გზა არის შერიგების გზა - შალვა პაპუაშვილი
  3. ტაბულაოპოზიციურიპაპუაშვილი: ჩვენი გზა აუცილებლად გადის სინანულზე აფხაზებთან და ოსებთან დაპირისპირების გამო
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პაპუაშვილი რუსეთის საგარეოს განცხადებაზე: ჩვენი მიზანია მათ პოზიცია შევაცვლევინოთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები