პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაპუაშვილი რუსეთის საგარეოს განცხადებაზე: ჩვენი მიზანია მათ პოზიცია შევაცვლევინოთ

ქართული ოცნება

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთის საგარეო უწყების მოთხოვნაში ძალის გამოუყენებლობის გარანტიებსა და საზღვრების დელიმიტაციაზე ახალი არაფერია და საქართველოს მიზანი რუსეთისთვის ამ პოზიციის შეცვლაა.

პაპუაშვილი რუსეთის საგარეოს განცხადებაზე: ჩვენი მიზანია მათ პოზიცია შევაცვლევინოთ
ფორმულა

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ახალი არაფერია და ისინი ყოველ ჯერზე, სიტყვა-სიტყვით იმავეს იმეორებენ.

პაპუაშვილის თქმით, მათი მიზანია, რუსეთს ეს პოზიცია შეაცვლევინონ.

"არაფერი ახალი ამ განცხადებაში არ არის. როდესაც ჟენევის ფორმატში იმართება ხოლმე შეხვედრები, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ყოველ ჯერზე ზუსტად ამ საკითხს აყენებენ. ამის საპირისპიროდ, ჩვენგან დგება საკითხები დევნილების დაბრუნების, რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანის და ა.შ. არაფერი ამაში ახალი არ არის. საქმეც იმაშია, რომ ჩვენი მცდელობაა იქით მიმართული, რომ რუსეთმა შეცვალოს თავისი საოკუპაციო პოლიტიკა და დაუბრუნდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პოლიტიკას. ამისკენ არის მიმართული ჩვენი ძალისხმევა. რაც შეეხება ამ განცხადებას - რა თქმა უნდა, წლებია ეს ასე გრძელდება, ყოველ ჯერზე, სიტყვა-სიტყვით იმავეს იმეორებენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები. ჩვენი მიზანია, რომ რუსეთს ეს პოზიცია შევაცვლევინოთ", - თქვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი საქართველოსგან კვლავ მოითხოვს ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის მიმართ "ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიების გაცემასა და საზღვრების დელიმიტაციას", რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სერგეი ლავროვის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან გამართულ ვიდეოკონფერენციაზე დააყენა, რომელიც ნოემბერში დაგეგმილ მორიგ რაუნდს შეეხებოდა.

"ნოემბერში დაგეგმილი მორიგი რაუნდისთვის მზადების ფარგლებში დეტალურად განიხილეს დისკუსიების მიმდინარე საკითხები, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი მოლაპარაკების ფორმატის დღის წესრიგშია. რუსეთის მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მტკიცე უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას.

პრაქტიკული თვალსაზრისით, ყურადღება უნდა გამახვილდეს კონკრეტული ზომების შემუშავებაზე, რაც, უპირველეს ყოვლისა, ეხება ოფიციალური თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემას, აგრეთვე საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას, რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე: არაფერი ახალი ამ განცხადებაში არ არის. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, როდესაც ჟენევის ფორმატში იმართება ხოლმე შეხვედრები, ყოველ ჯერზე ზუსტად ამ საკითხს აყენებენ. ამის საპირისპიროდ დგება ჩვენგან საკითხები - ლტოლვილების დაბრუნებისა, რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანისა და ა.შ.
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი ძალის გამოუყენებლობის და ე.წ. საზღვრების დემარკაციის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე - ამ განცხადებაში ახალი არაფერია, ყოველ ჯერზე, სიტყვა-სიტყვით იმავეს იმეორებენ - ჩვენი მიზანია, რომ რუსეთს ეს პოზიცია შევაცვლევინოთ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არაფერი ახალი ამ განცხადებაში არ არის. როდესაც ჟენევის ფორმატში იმართება ხოლმე შეხვედრები, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ყოველ ჯერზე ზუსტად ამ საკითხს აყენებენ. ამის საპირისპიროდ, ჩვენგან დგება საკითხები დევნილების დაბრუნების, რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანის და ა.შ. არაფერი ამაში ახალი არ არის. საქმეც იმაშია, რომ ჩვენი მცდელობაა იქით მიმართული, რომ რუსეთმა შეცვალოს თავისი საოკუპაციო პოლიტიკა და დაუბრუნდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პოლიტიკას. ამისკენ არის მიმართული ჩვენი ძალისხმევა. რაც შეეხება ამ განცხადებას - რა თქმა უნდა, წლებია ეს ასე გრძელდება, ყოველ ჯერზე, სიტყვა-სიტყვით იმავეს იმეორებენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები. ჩვენი მიზანია, რომ რუსეთს ეს პოზიცია შევაცვლევინოთ“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთი საქართველოს კვლავ მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ საზღვრების დემარკაციისკენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები