ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი – იარების მოშუშება ურთიერთსინანულისა და ურთიერთშენდობის გარეშე შეუძლებელია, შერიგება ასე ხდება, ჩვენი გზა არის მშვიდობის გზა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის გამთლიანებისა და აფხაზებთან და ოსებთან შერიგების ერთადერთი გზა ურთიერთსინანულსა და ურთიერთშენდობაზე გადის. მან უარყო ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ და ოპოზიცია მტრობისა და ომის პოლიტიკაში დაადანაშაულა.

შალვა პაპუაშვილი – იარების მოშუშება ურთიერთსინანულისა და ურთიერთშენდობის გარეშე შეუძლებელია, შერიგება ასე ხდება, ჩვენი გზა არის მშვიდობის გზა
შალვა პაპუაშვილი – იარების მოშუშება ურთიერთსინანულისა და ურთიერთშენდობის გარეშე შეუძლებელია, შერიგება ასე ხდება, ჩვენი გზა არის მშვიდობის გზაპირველი არხი

რუსეთისთვის რა ბოდიშის მოხდაზეა საუბარი იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც სასამართლო დავით დაამტკიცა, რომ რუსეთი ახორციელებს ოკუპაციას, ტყუილია, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ რუსეთს უნდა მოვუხადოთ ბოდიში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ხელისუფლების მიზანია ქვეყნის გამთლიანება, ერთადერთი გზა არის შერიგება და სინანული.

„როცა ვსაუბრობთ ქვეყნის გამთლიანებაზე, აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრებაზე, ერთიან სახელმწიფოზე, ჩვენი გზა არის შერიგების გზა, გზა, რომელიც აუცილებლად გადის სინანულზე იმ დაპირისპირების გამო, რომელიც ჩვენს შორის იყო. შერიგება ასე ხდება. მეორე გზა არის მტრობის გზა, რომელიც არჩეული აქვს მიხეილ სააკაშვილს, ბარამიძეს, გვარამაის, ჩერგოლეიშვილს. მათი პოლიტიკა არის იარების გახსნა. ჩვენი პოლიტიკაა, მოვიშუშოთ იარები და გავიხედოთ წინ, ამ იარების მოშუშება ურთიერთსინანულისა და ურთიერთშენდობის გარეშე შეუძლებელია. ჩვენი გზა არის მშვიდობის გზა, ხოლო მათი გზა არის მტრობის და ომის გზა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როცა ვსაუბრობთ ქვეყნის გამთლიანებაზე, აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრებაზე, ერთიან სახელმწიფოზე, ჩვენი გზა არის შერიგების გზა, გზა, რომელიც აუცილებლად გადის სინანულზე იმ დაპირისპირების გამო, რომელიც ჩვენს შორის იყო. შერიგება ასე ხდება. მეორე გზა არის მტრობის გზა, რომელიც არჩეული აქვს მიხეილ სააკაშვილს, ბარამიძეს, გვარამაის, ჩერგოლეიშვილს. მათი პოლიტიკა არის იარების გახსნა. ჩვენი პოლიტიკაა, მოვიშუშოთ იარები და გავიხედოთ წინ, ამ იარების მოშუშება ურთიერთსინანულისა და ურთიერთშენდობის გარეშე შეუძლებელია. ჩვენი გზა არის მშვიდობის გზა, ხოლო მათი გზა არის მტრობის და ომის გზა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.