პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

როცა ვსაუბრობთ ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრებაზე და ერთიან სახელმწიფოზე, ჩვენი გზა არის შერიგების გზა - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აფხაზებთან და ოსებთან ერთიან სახელმწიფოში თანაცხოვრებისა და ქვეყნის გამთლიანების ერთადერთი გზა შერიგება და სინანულია, ხოლო ოპოზიციის კურსი მტრობისკენ არის მიმართული.

როცა ვსაუბრობთ ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრებაზე და ერთიან სახელმწიფოზე, ჩვენი გზა არის შერიგების გზა - შალვა პაპუაშვილი
რუსთავი 2

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქვეყნის გამთლიანების, ასევე, აფხაზებთან და ოსებთან ერთიან სახელმწიფოში თანაცხოვრების ერთადერთი გზა შერიგებაა.

მისი შეფასებით, ოპოზიციონერი ლიდერების არჩეული კურსი მტრობასა და "იარების გახსნაზეა" მიმართული.

"როცა ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე, როცა ვსაუბრობთ ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრებაზე და ერთიან სახელმწიფოზე - ჩვენი გზა არის შერიგების გზა. ჩვენი გზა არის გზა, რომელიც აუცილებლად გადის სინანულზე იმ დაპირისპირების გამო, რომელიც ჩვენ შორის იყო. ეს არის, შერიგება ასე ხდება.

მეორე გზა არის იმ მტრობის გზა, რომელიც არჩეული აქვს მიხეილ სააკაშვილს, ბარამიძეს, გვარამიას, ჩერგოლეიშვილს და ვხედავთ ხომ მათი პოლიტიკა რა არის - მათი პოლიტიკა არის იარების გახსნა, მათი პოლიტიკა არის ის, რომ ჩვენ ის უთანხმოებები, რომელიც შეიძლება არსებობდეს ან ის, რაც გვქონდა 90-იან წლებში, მოვიშუშოთ ეს იარები და გავიხედოთ წინ. ამ იარების მოშუშება ურთიერთსინანულისა და ურთიერთშენდობის გარეშე არის შეუძლებელი. ჩვენი გზა არის მშვიდობის გზა, ხოლო მათი გზა არის მტრობის და ომის გზა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – იარების მოშუშება ურთიერთსინანულისა და ურთიერთშენდობის გარეშე შეუძლებელია, შერიგება ასე ხდება, ჩვენი გზა არის მშვიდობის გზა
  2. ტაბულაოპოზიციურიპაპუაშვილი: ჩვენი გზა აუცილებლად გადის სინანულზე აფხაზებთან და ოსებთან დაპირისპირების გამო
  3. ფორმულაოპოზიციურიპაპუაშვილი: ჩვენი გზა არის შერიგების გზა, გზა, რომელიც აუცილებლად გადის სინანულზე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: ყველაზე ძვირფასი მემკვიდრეობა, რომელიც ერთმა თაობამ მეორეს შეიძლება გადასცეს, არის მშვიდობიანი, ერთიანი და თავისუფალი ქვეყანაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები