ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი – ეს არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედიც ქართველები ვართ და რომლისკენაც ვისწრაფვით, სიყვარულის და არა სიძულვილის ევროპა, მშვიდობის და არა ომის ევროპა, რწმენის და არა გამოგონილი იდეოლოგიების ევროპა, ჩვენი ევროპა აქ არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარიზში რომის პაპის წირვაზე შეკრებილ ხალხსა და ქრისტიანულ რწმენაზე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ეს არის „სიყვარულის და არა სიძულვილის ევროპა“.

შალვა პაპუაშვილი – ეს არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედიც ქართველები ვართ და რომლისკენაც ვისწრაფვით, სიყვარულის და არა სიძულვილის ევროპა, მშვიდობის და არა ომის ევროპა, რწმენის და არა გამოგონილი იდეოლოგიების ევროპა, ჩვენი ევროპა აქ არის
შალვა პაპუაშვილი – ეს არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედიც ქართველები ვართ და რომლისკენაც ვისწრაფვით, სიყვარულის და არა სიძულვილის ევროპა, მშვიდობის და არა ომის ევროპა, რწმენის და არა გამოგონილი იდეოლოგიების ევროპა, ჩვენი ევროპა აქ არისპირველი არხი

პარიზში რომის პაპის წირვაზე შეკრებილი ასეულ ათასობით ადამიანი, ახალგაზრდების თვალში საცემი სიმრავლე, გვახსენებს, რომ ქრისტიანული რწმენა ევროპაში დღესაც ცოცხალი, ადამიანთა გამაერთიანებელი ძალაა,- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, სწორედ ეს ევროპა გვაძლევს იმედს, რომ შეძლებს აიცილოს ცივილიზაციურ უფსკრულში გადაჩეხვა, რომლისკენაც მას ზოგიერთი მმართველი უბიძგებს.

„პარიზში რომის პაპის წირვაზე შეკრებილი ასეულ ათასობით ადამიანი, ახალგაზრდების თვალში საცემი სიმრავლე, გვახსენებს, რომ ქრისტიანული რწმენა ევროპაში დღესაც ცოცხალი, ადამიანთა გამაერთიანებელი ძალაა. აქაური სექტის წევრები ხშირად გვეუბნებიან: „რომელ ევროპაში მიდიხართ? იქ ვის უნდიხართ? არ არსებობს არავითარი ღირსებით ევროპაში“. ჩვენ ხშირად არ ვპასუხობთ და ვაგრძელებთ ჩვენს გზას.

შემდეგ დგება ასეთი დღეები, ჩვენი 17 მაისის სულისკვეთებასთან ასე ახლოს მდგომი დღეები, როცა მთელი სიცხადით ვხედავთ ნამდვილ ევროპას: ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებულს, სიყვარულით გაერთიანებულს და მშვიდობის მქადაგებელს. სწორედ ეს ევროპა გვაძლევს იმედს, რომ შეძლებს აიცილოს ცივილიზაციურ უფსკრულში გადაჩეხვა, რომლისკენაც მას ზოგიერთი მმართველი უბიძგებს.

ეს არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედნიც ქართველები ვართ და რომლისკენაც ვისწრაფვით – სიყვარულის და არა სიძულვილის ევროპა, მშვიდობის და არა ომის ევროპა, რწმენის და არა გამოგონილი იდეოლოგიების ევროპა. ჩვენი ევროპა აქ არის. დროა, სწორედ ამ ევროპელებს მოუსმინონ მათმა ხელისუფლებებმა“,- წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში რომის პაპ ლეო XIV-ის მესას დაახლოებით 700 ათასი ადამიანი დაესწრო. მესის დაწყებამდე რომის პაპმა სპეციალური ავტომობილით შეკრებილ ხალხს შორის გაიარა და იმ მოედნამდე მივიდა, სადაც მესისთვის სპეციალური სცენა იყო მოწყობილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პარიზში რომის პაპის წირვაზე შეკრებილი ასეულ ათასობით ადამიანი, ახალგაზრდების თვალში საცემი სიმრავლე, გვახსენებს, რომ ქრისტიანული რწმენა ევროპაში დღესაც ცოცხალი, ადამიანთა გამაერთიანებელი ძალაა. აქაური სექტის წევრები ხშირად გვეუბნებიან: „რომელ ევროპაში მიდიხართ? იქ ვის უნდიხართ? არ არსებობს არავითარი ღირსებით ევროპაში“. ჩვენ ხშირად არ ვპასუხობთ და ვაგრძელებთ ჩვენს გზას. შემდეგ დგება ასეთი დღეები, ჩვენი 17 მაისის სულისკვეთებასთან ასე ახლოს მდგომი დღეები, როცა მთელი სიცხადით ვხედავთ ნამდვილ ევროპას: ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებულს, სიყვარულით გაერთიანებულს და მშვიდობის მქადაგებელს. სწორედ ეს ევროპა გვაძლევს იმედს, რომ შეძლებს აიცილოს ცივილიზაციურ უფსკრულში გადაჩეხვა, რომლისკენაც მას ზოგიერთი მმართველი უბიძგებს. ეს არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედნიც ქართველები ვართ და რომლისკენაც ვისწრაფვით – სიყვარულის და არა სიძულვილის ევროპა, მშვიდობის და არა ომის ევროპა, რწმენის და არა გამოგონილი იდეოლოგიების ევროპა. ჩვენი ევროპა აქ არის. დროა, სწორედ ამ ევროპელებს მოუსმინონ მათმა ხელისუფლებებმა“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.