ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: "ეს არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედნიც ქართველები ვართ და რომლისკენაც ვისწრაფვით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარიზში რომის პაპის წირვაზე შეკრებილი ხალხისა და ახალგაზრდების სიმრავლეზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქრისტიანული რწმენა ევროპაში დღესაც ცოცხალი ძალაა. მისი თქმით, ეს არის ნამდვილი ევროპა – ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული, მშვიდობისა და რწმენის მქადაგებელი.

შალვა პაპუაშვილი: "ეს არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედნიც ქართველები ვართ და რომლისკენაც ვისწრაფვით
შალვა პაპუაშვილი: "ეს არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედნიც ქართველები ვართ და რომლისკენაც ვისწრაფვითPOSTV

“პარიზში რომის პაპის წირვაზე შეკრებილი ასეულ ათასობით ადამიანი, ახალგაზრდების თვალში საცემი სიმრავლე, გვახსენებს, რომ ქრისტიანული რწმენა ევროპაში დღესაც ცოცხალი, ადამიანთა გამაერთიანებელი ძალაა”, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, სწორედ ეს ევროპა გვაძლევს იმედს, რომ შეძლებს აიცილოს ცივილიზაციურ უფსკრულში გადაჩეხვა, რომლისკენაც მას ზოგიერთი მმართველი უბიძგებს.

,,პარიზში რომის პაპის წირვაზე შეკრებილი ასეულ ათასობით ადამიანი, ახალგაზრდების თვალში საცემი სიმრავლე, გვახსენებს, რომ ქრისტიანული რწმენა ევროპაში დღესაც ცოცხალი, ადამიანთა გამაერთიანებელი ძალაა.

აქაური სექტის წევრები ხშირად გვეუბნებიან: “რომელ ევროპაში მიდიხართ? იქ ვის უნდიხართ? არ არსებობს არავითარი ღირსებით ევროპაში”. ჩვენ ხშირად არ ვპასუხობთ და ვაგრძელებთ ჩვენს გზას.

შემდეგ დგება ასეთი დღეები, ჩვენი 17 მაისის სულისკვეთებასთან ასე ახლოს მდგომი დღეები, როცა მთელი სიცხადით ვხედავთ ნამდვილ ევროპას: ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებულს, სიყვარულით გაერთიანებულს და მშვიდობის მქადაგებელს.

სწორედ ეს ევროპა გვაძლევს იმედს, რომ შეძლებს აიცილოს ცივილიზაციურ უფსკრულში გადაჩეხვა, რომლისკენაც მას ზოგიერთი მმართველი უბიძგებს.

ეს არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედნიც ქართველები ვართ და რომლისკენაც ვისწრაფვით – სიყვარულის და არა სიძულვილის ევროპა, მშვიდობის და არა ომის ევროპა, რწმენის და არა გამოგონილი იდეოლოგიების ევროპა. ჩვენი ევროპა აქ არის.

დროა, სწორედ ამ ევროპელებს მოუსმინონ მათმა ხელისუფლებებმა“, – წერს პაპუაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: ქრისტიანული ღირებულების ძალა თავისუფალ არჩევანშია. ჩვენი ამოცანაა ისეთი საზოგადოებრივი და სამართლებრივი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანს შეუძლია საკუთარი რწმენისა და ტრადიციის მიხედვით ცხოვრება ისე, რომ პატივი სცეს სხვის თავისუფლებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები