კახა კალაძე - ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული - აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველო!
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე სოციალურ ქსელში აფხაზეთის კონფლიქტისა და სოხუმის დაცემის 33 წლისთავს ეხმაურება. მისი თქმით, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული, ხოლო მთავარი მიზანი ძლიერი და გაერთიანებული ქვეყნის შენებაა.

33 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა საქართველომ დაკარგა არა მხოლოდ ქალაქი, არამედ ქვეყნის გული - ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
კალაძის თქმით, ჩვენი ვალია, ისეთი ძლიერი, მშვიდობიანი და გაერთიანებული ქვეყნის შენება, სადაც დაბრუნება ყველასთვის ღირსეული და სასურველი იქნება.
“27 სექტემბერი უმძიმესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
დიდება და პატივი იყოს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების, ომს შეწირული მშვიდობიანი მოსახლეობის!!!
33 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა საქართველომ დაკარგა არა მხოლოდ ქალაქი, არამედ ქვეყნის გული.
ვერ გაანელა დრომ ის ტკივილი, რომელიც ამ ომმა დაგვიტოვა - დაღუპული ადამიანები, ასობით ათასი დევნილი, დაკარგული ისტორიული მიწა და, რაც ყველაზე მთავარია, სურვილი - საკუთარ სახლში დაბრუნების.
მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია. ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული.
ჩვენი ვალია, ისეთი ძლიერი, მშვიდობიანი და გაერთიანებული ქვეყნის შენება, სადაც დაბრუნება ყველასთვის ღირსეული და სასურველი იქნება.
აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველო!“ , - წერს კალაძე.
ციტატები სტატიიდან
„27 სექტემბერი უმძიმესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დიდება და პატივი იყოს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების, ომს შეწირული მშვიდობიანი მოსახლეობის!!! 33 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა საქართველომ დაკარგა არა მხოლოდ ქალაქი, არამედ ქვეყნის გული. ვერ გაანელა დრომ ის ტკივილი, რომელიც ამ ომმა დაგვიტოვა - დაღუპული ადამიანები, ასობით ათასი დევნილი, დაკარგული ისტორიული მიწა და, რაც ყველაზე მთავარია, სურვილი - საკუთარ სახლში დაბრუნების. მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია. ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული. ჩვენი ვალია, ისეთი ძლიერი, მშვიდობიანი და გაერთიანებული ქვეყნის შენება, სადაც დაბრუნება ყველასთვის ღირსეული და სასურველი იქნება. აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველო!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.