პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე – მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული, აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველო

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კახა კალაძე – მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული, აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველო
პირველი არხი

27 სექტემბერი უმძიმესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, დიდება და პატივი იყოს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების, ომს შეწირული მშვიდობიანი მოსახლეობის“,- ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„33 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა საქართველომ დაკარგა არა მხოლოდ ქალაქი, არამედ ქვეყნის გული.

ვერ გაანელა დრომ ის ტკივილი, რომელიც ამ ომმა დაგვიტოვა – დაღუპული ადამიანები, ასობით ათასი დევნილი, დაკარგული ისტორიული მიწა და, რაც ყველაზე მთავარია, სურვილი – საკუთარ სახლში დაბრუნების.

მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია. ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული.

ჩვენი ვალია, ისეთი ძლიერი, მშვიდობიანი და გაერთიანებული ქვეყნის შენება, სადაც დაბრუნება ყველასთვის ღირსეული და სასურველი იქნება. აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველო!“, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძე - ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული - აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველო!
  2. რუსთავი 2სამთავრობოკახა კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
  3. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
  4. POSTVსამთავრობოკახა კალაძე: „27 სექტემბერი უმძიმესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დიდება და პატივი იყოს სამშობლოს
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები