მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ამ დღეს ერთდღიანი მარხვაა დაწესებული.

27 სექტემბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დღეს დაწესებულია ერთდღიანი მარხვა.
“ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. 355 წელს, იერუსალიმის მახლობლად აღმოაჩინეს მაცხოვრის ჯვარი, რომელზეც ეწამა კაცობრიობის მხსნელი. ხალხის დიდი ინტერესის გამო, პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა, ანუ აღამაღლა იგი. იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების მაგალითია ყოველი ქრისტიანისთვის.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ მრევლს, ცხოველმყოფელი ჯვრის მადლი და ძალა გფარავდეთ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ციტატები სტატიიდან
„ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. 355 წელს, იერუსალიმის მახლობლად აღმოაჩინეს მაცხოვრის ჯვარი, რომელზეც ეწამა კაცობრიობის მხსნელი. ხალხის დიდი ინტერესის გამო, პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა, ანუ აღამაღლა იგი. იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების მაგალითია ყოველი ქრისტიანისთვის. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ მრევლს, ცხოველმყოფელი ჯვრის მადლი და ძალა გფარავდეთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.