ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკურ ეკლესიას ჯვართამაღლებას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ კათოლიკურ ეკლესიას და მრევლს ჯვართამაღლების დღესასწაული მიულოცა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკურ ეკლესიას ჯვართამაღლებას ულოცავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკურ ეკლესიას ჯვართამაღლებას ულოცავსინტერპრესნიუსი

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკურ ეკლესიას ჯვართამაღლებას ულოცავს.

„დღეს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია ჯვართამაღლებას ზეიმობს. დღესასწაული უკავშირდება იმ ისტორიული ჯვრის ამაღლებას, რომელიც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით, იერუსალიმის მახლობლად იპოვეს, შემდგომ კი იერუსალიმის პატრიარქმა, მაკარიოსმა აღმართა, ანუ აღამაღლა იგი, რათა ყველას შესძლებოდა მისი ხილვა. იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების მაგალითია ყოველი ქრისტიანისთვის.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა კათოლიკეს, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მრევლს ჯვართამაღლებას“ - აღნიშნულია მილოცვაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დღეს ჯვართამაღლებააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები