შალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადებაზე: ეს არის ძალიან მძიმე, პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას განცხადება შეაფასა და მას „მძიმე, პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“ უწოდა. პაპუაშვილის მტკიცებით, ოპოზიციის ნაწილი ცრუ ნარატივებს ავრცელებს, თითქოს ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობა პერსპექტივას მოკლებულია და ქვეყანამ ევროპული მომავლის სანაცვლოდ ტერიტორიებზე უარი უნდა თქვას.

ეს არის ძალიან მძიმე, პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას განცხადების შეფასებისას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთის მიმართ სიყვარული არ გააჩნიათ და წარსული მოვლენების გამო მხარეებს შორის ურთიერთზიზღი და მტრობა ბუნებრივად არის განპირობებული.
პაპუაშვილის თქმით, რიგი ოპოზიციონერების მხრიდან ცრუ ნარატივების შემოტანის მიზანი არის, რომ ქართველმა ხალხმა უარი თქვას საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობასა და ერთიანობაზე.
„ნათელია, რომ აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე, ყოველგვარი მიზეზისა და საბაბის გარეშე, ჩვენ ვაკვირდებით როგორ გაიშალა კამპანია ბარამიძის, სააკაშვილის, გვარამიას მონაწილეობით, რომლის მთავარი შინაარსი და გზავნილი არის - პირველი, რომ აფხაზები და ქართველები ვართ მტრები და ამას არაფერი ეშველება. ამის შემდეგ ვნახეთ აბსოლუტურად უადგილო პარალელების გავლება ყარაბაღთან. ეს არის პირდაპირი მინიშნება, რომ თუკი უპერსპექტივოა ადამიანური ერთობა აფახაზებსა და ქართველებს შორის, თუკი უპერსპექტივოა ჩვენი ტერიტორიული ერთობა როგორც სახელმწიფოსი, ამავე დროს თუკი გვინდა ევროპული პერსპექტივა, მაშინ უნდა ავირჩიოთ: ან უარი უნდა ვთქვათ ევროპულ პერსპექტივაზე, ან უნდა ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობა. აი, ამისკენ მიჰყავს გვარამიას, სააკაშვილსა და ბარამიძეს მათი ნარატივი. საბოლოო პასუხსაც იქვე აძლევენ, რომ თუ გვინდა ევროპული პერსპექტივა და განვითარება ამ ტრავმებზე უარი უნდა ვთქვათ, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე უარი უნდა ვთქვათ, უნდა ჩავაბაროთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთს. იქვე დამშვიდებაც მოდის, არაუშავს ჩვენ რომ გავხდებით ევროკავშირის წევრი, შემდეგ გავა დრო და ამ ტერიტორიებს დავიბრუნებთ, რაც არის მთელი სიმძიმე ამ პროპაგანდისა. ეს მართლაც ამაზრზენი კამპანიაა, რომელსაც ვხედავთ, რომ არის გარედან თავსმოხვეული. ამგვარი ცრუ ნარატივების შემოტანის მიზანი არის, რომ ქართველმა ხალხმა უარი თქვას საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობასა და ერთიანობაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმითვე, მსგავს კამპანიას გვარამია, სააკაშვილი და ბარამიძე 2008 წლამდეც აწარმოებდნენ.
„გაიხსენეთ სააკაშვილის განცხადებები. 2008 წელს, ომამდე ის თავად სთავაზობდა რუსეთის პრეზიდენტს, რომ აფხაზეთის ნაწილი დარჩენილიყო რუსეთის გავლენის ქვეშ და ფაქტობრივად თმობდა აფხაზეთის ნაწილს. ამ გაყოფას ის საკუთარი აღიარებითვე სთავაზობდა რუსეთის ხელისუფლებას. ის წერილი ჩვენ ნანახი არ გვაქვს, მაშინ ჩუმად მიწერა წერილი რუსეთის ხელისუფლებას და შესთავაზა ფაქტობრივად აფხაზეთის გაყოფა. ამას მაშინაც ამით ამართლებდნენ, რომ ტრავმებს მოიშორებდნენ და უფრო მეტი პერსპექტივა გაეხსნებოდა. ასე რომ საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს, ეს არის ძალიან მძიმე, პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ „იუთუბ“ გადაცემაში სტუმრობისას ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და კონფლიქტის მოგვარების გზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთის მიმართ სიყვარული არ გააჩნიათ და წარსული მოვლენების გამო მხარეებს შორის ურთიერთზიზღი და მტრობა ბუნებრივად არის განპირობებული.
ციტატები სტატიიდან
„ნათელია, რომ აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე, ყოველგვარი მიზეზისა და საბაბის გარეშე, ჩვენ ვაკვირდებით როგორ გაიშალა კამპანია ბარამიძის, სააკაშვილის, გვარამიას მონაწილეობით, რომლის მთავარი შინაარსი და გზავნილი არის - პირველი, რომ აფხაზები და ქართველები ვართ მტრები და ამას არაფერი ეშველება. ამის შემდეგ ვნახეთ აბსოლუტურად უადგილო პარალელების გავლება ყარაბაღთან. ეს არის პირდაპირი მინიშნება, რომ თუკი უპერსპექტივოა ადამიანური ერთობა აფახაზებსა და ქართველებს შორის, თუკი უპერსპექტივოა ჩვენი ტერიტორიული ერთობა როგორც სახელმწიფოსი, ამავე დროს თუკი გვინდა ევროპული პერსპექტივა, მაშინ უნდა ავირჩიოთ: ან უარი უნდა ვთქვათ ევროპულ პერსპექტივაზე, ან უნდა ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობა. აი, ამისკენ მიჰყავს გვარამიას, სააკაშვილსა და ბარამიძეს მათი ნარატივი. საბოლოო პასუხსაც იქვე აძლევენ, რომ თუ გვინდა ევროპული პერსპექტივა და განვითარება ამ ტრავმებზე უარი უნდა ვთქვათ, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე უარი უნდა ვთქვათ, უნდა ჩავაბაროთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთს. იქვე დამშვიდებაც მოდის, არაუშავს ჩვენ რომ გავხდებით ევროკავშირის წევრი, შემდეგ გავა დრო და ამ ტერიტორიებს დავიბრუნებთ, რაც არის მთელი სიმძიმე ამ პროპაგანდისა. ეს მართლაც ამაზრზენი კამპანიაა, რომელსაც ვხედავთ, რომ არის გარედან თავსმოხვეული. ამგვარი ცრუ ნარატივების შემოტანის მიზანი არის, რომ ქართველმა ხალხმა უარი თქვას საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობასა და ერთიანობაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.