ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან, სადაც აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, ეს არსებითად დამოკიდებულია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს - ძალიან დადებითად ჩაიარა ამ ხანმოკლე გასაუბრებამ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გაეროში ვიზიტის ფარგლებში ჰქონდა ხანმოკლე გასაუბრება აშშ-ის პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან. მისი თקვით, ქართულმა მხარემ გამოთქვა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის სურვილი და ახლა შემხვედრ ნაბიჯებს ამერიკული მხარისგან ელოდება.

მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, სადაც აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია და შემხვედრი ნაბიჯები დამოკიდებულია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებზე.
„ვიზიტი იყო არა აშშ-ში, არამედ გაეროში, თუმცა, ამ ვიზიტის ფარგლებში მე მქონდა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გასაუბრების შესაძლებლობა, სადაც მოკლედ აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ეს არსებითად დამოკიდებულია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ეს იყო ჩემი გზავნილი ხანმოკლე გასაუბრების დროს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან.
ხანმოკლე საუბარი მქონდა როგორც ამერიკის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან, მიღების ფარგლებში და ხაზი გავუსვი ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობას. ჩვენი მხრიდან გამოთქმული იქნა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის სურვილი, ძალიან დადებითი განწყობა იყო, დადებითად ჩაიარა ამ ხანმოკლე გასაუბრებამ“, - განაცხადა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი როგორც აშშ-ის პრეზიდენტს, ისე სახელმწიფო მდივანს, აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, ძალიან დადებითად ჩაიარა ამ ხანმოკლე გასაუბრებამ
- რუსთავი 2პრემიერი: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან, სადაც აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, ძალიან დადებითად ჩაიარა ამ ხანმოკლე გასაუბრებამ
- BM.GEმქონდა გასაუბრების შესაძლებლობა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან - კობახიძე
- ტაბულაკობახიძე: გაეროში ვიზიტის დროს ტრამპსა და რუბიოს გავესაუბრე, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს
- რადიო თავისუფლებაკობახიძე აცხადებს, რომ ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტთან გასაუბრების შესაძლებლობა ჰქონდა
- POSTVირაკლი კობახიძე: „მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან,
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…