სიბიჰას თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოლეშკიში ხალხი შიმშილობს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრიი სიბიჰას განცხადებით, დროებით ოკუპირებულ ოლეშკიში ჰუმანიტარული კატასტროფაა და ხალხი შიმშილობს. მისი თქმით, ადგილზე არ არის საჭმელი, მედიკამენტები და სუფთა წყალი, რაზეც სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრიი სიბიჰას განცხადებით, დროებით ოკუპირებულ ოლეშკიში ხალხი შიმშილობს.
"დროებით ოკუპირებულ ოლეშკიში ხალხი შიმშილობს. საჭმელი თითქმის აღარ დარჩა. ცნობების თანახმად, მშვიდობიანი მოქალაქეები იძულებულნი არიან, თავი ბალახითა და სარეველათი გაიტანონ მაშინ, როცა მედიკამენტები, სუფთა წყალი, ელექტროენერგია და სამედიცინო მომსახურება სულ უფრო მიუწვდომელი ხდება. ამ პირობებში ბავშვებიც იმყოფებიან". - წერს სიბიჰა X-ზე.
უკრაინის საგარეო მინისტრი ხაზს უსვამს რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებს და მოსკოვს ოლეშკიში არსებულ ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს.
"ამ ტანჯვას მკაფიო მიზეზი და მკაფიო დამნაშავე ჰყავს. რუსეთმა ეს კატასტროფა ოლეშკიში უკანონო ოკუპაციით მოიტანა და სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, მის ყველა შედეგსა და უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობაზე". - ნათქვამია სიბიჰას განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენებისაკენ, რათა ოლეშკიში მყოფი ადამიანებისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და მსურველების დროული ევაკუაცია მოხდეს.
განცხადებაში სიბიჰამ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ ფლაერტს მადლობა გადაუხადა ოლეშკიში ჰუმანიტარულ კრიზისზე ყურადღების გამახვილებისათვის. მისი თქმით, აუცილებელია, ყურადღებას ქმედითი ნაბიჯების მოჰყვეს, რადგან ოლეშკიში მყოფი ადამიანებისათვის ყოველი დღე გადამწყვეტია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„დროებით ოკუპირებულ ოლეშკიში ხალხი შიმშილობს. საჭმელი თითქმის აღარ დარჩა. ცნობების თანახმად, მშვიდობიანი მოქალაქეები იძულებულნი არიან, თავი ბალახითა და სარეველათი გაიტანონ მაშინ, როცა მედიკამენტები, სუფთა წყალი, ელექტროენერგია და სამედიცინო მომსახურება სულ უფრო მიუწვდომელი ხდება. ამ პირობებში ბავშვებიც იმყოფებიან“
„ამ ტანჯვას მკაფიო მიზეზი და მკაფიო დამნაშავე ჰყავს. რუსეთმა ეს კატასტროფა ოლეშკიში უკანონო ოკუპაციით მოიტანა და სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, მის ყველა შედეგსა და უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.