ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დროებით ოკუპირებულ ოლეშკიში ადამიანები შიმშილობენ, ამ ტანჯვას კონკრეტული დამნაშავე ჰყავს – სიბიჰა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიჰამ განაცხადა, რომ დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში მძიმე ჰუმანიტარული კატასტროფა და შიმშილია. მისი თქმით, ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებასა და ორგანიზაციებს, უზრუნველყონ დაუყოვნებელი ჰუმანიტარული წვდომა და მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაცია.

დროებით ოკუპირებულ ოლეშკიში ადამიანები შიმშილობენ, ამ ტანჯვას კონკრეტული დამნაშავე ჰყავს – სიბიჰა
დროებით ოკუპირებულ ოლეშკიში ადამიანები შიმშილობენ, ამ ტანჯვას კონკრეტული დამნაშავე ჰყავს – სიბიჰაალია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიჰა ხერსონის ოლქის ქალაქ, დროებით ოკუპირებულ ოლეშკში არსებულ მძიმე ვითარებასა და ჰუმანიტარულ კატასტროფაზე საუბრობს და საერთაშორისო საზოგადოებას აქტიურობას სთხოვს.

სიბიჰას ინფორმაციით, ოლეშკიში ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს საჭმელი აღარ აქვთ და შიმშილობენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიის ცნობითვე, სულ უფრო მიუწვდომელი ხდება მედიკამენტები, სუფთა წყალი, ელექტროენერგია და სამედიცინო დახმარება.

“ამ ტანჯვას კონკრეტული მიზეზი და კონკრეტული დამნაშავე ჰყავს. რუსეთმა ეს კატასტროფა ოლეშკიში თავისი უკანონო ოკუპაციით მოიტანა” – წერს სიბიჰა.

“დროებით ოკუპირებულ ოლეშკიში ადამიანები შიმშილობენ. საჭმელი თითქმის აღარ დარჩა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები იძულებულნი არიან ბალახითა და სარეველათი გადაირჩინონ თავი, ხოლო მედიკამენტები, სუფთა წყალი, ელექტროენერგია და სამედიცინო დახმარება სულ უფრო მიუწვდომელი ხდება. ამ პირობებში არიან ბავშვებიც. ამ ტანჯვას კონკრეტული მიზეზი და კონკრეტული დამნაშავე ჰყავს. რუსეთმა ეს კატასტროფა ოლეშკიში თავისი უკანონო ოკუპაციით მოიტანა და სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, მის ყველა შედეგსა და უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაკარგვაზე.

საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აამოქმედოს ყველა არსებული ინსტრუმენტი ოლეშკიში მყოფ ადამიანებამდე მისასვლელად, ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად და მათი უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველსაყოფად, ვისაც გამოსვლა სურს. გაერომ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა და სხვა საერთაშორისო აქტორებმა უნდა გამოიყენონ თავიანთი მანდატები და არხები დაუყოვნებლივი და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომის მისაღწევად.

მადლობელი ვარ ადამიანის უფლებათა კომისრის მაიკლ ო’ფლაერტის, ოლეშკიში არსებულ ვითარებაზე საერთაშორისო ყურადღების მიპყრობისთვის. ახლა ამ ყურადღებას ქმედებები უნდა მოჰყვეს. იქ მყოფი ადამიანები მხოლოდ შეშფოთების გამოხატვით ვერ გადარჩებიან. ჰუმანიტარული წვდომა და უსაფრთხო ევაკუაცია რეალობად უნდა იქცეს, რადგან ყოველ დღეს მნიშვნელობა აქვს” – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ ტანჯვას კონკრეტული მიზეზი და კონკრეტული დამნაშავე ჰყავს. რუსეთმა ეს კატასტროფა ოლეშკიში თავისი უკანონო ოკუპაციით მოიტანა“
„დროებით ოკუპირებულ ოლეშკიში ადამიანები შიმშილობენ. საჭმელი თითქმის აღარ დარჩა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები იძულებულნი არიან ბალახითა და სარეველათი გადაირჩინონ თავი, ხოლო მედიკამენტები, სუფთა წყალი, ელექტროენერგია და სამედიცინო დახმარება სულ უფრო მიუწვდომელი ხდება. ამ პირობებში არიან ბავშვებიც. ამ ტანჯვას კონკრეტული მიზეზი და კონკრეტული დამნაშავე ჰყავს. რუსეთმა ეს კატასტროფა ოლეშკიში თავისი უკანონო ოკუპაციით მოიტანა და სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, მის ყველა შედეგსა და უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაკარგვაზე. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აამოქმედოს ყველა არსებული ინსტრუმენტი ოლეშკიში მყოფ ადამიანებამდე მისასვლელად, ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად და მათი უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველსაყოფად, ვისაც გამოსვლა სურს. გაერომ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა და სხვა საერთაშორისო აქტორებმა უნდა გამოიყენონ თავიანთი მანდატები და არხები დაუყოვნებლივი და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომის მისაღწევად. მადლობელი ვარ ადამიანის უფლებათა კომისრის მაიკლ ო’ფლაერტის, ოლეშკიში არსებულ ვითარებაზე საერთაშორისო ყურადღების მიპყრობისთვის. ახლა ამ ყურადღებას ქმედებები უნდა მოჰყვეს. იქ მყოფი ადამიანები მხოლოდ შეშფოთების გამოხატვით ვერ გადარჩებიან. ჰუმანიტარული წვდომა და უსაფრთხო ევაკუაცია რეალობად უნდა იქცეს, რადგან ყოველ დღეს მნიშვნელობა აქვს“
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინამ ოკუპირებულ ოლეშკიში მოშიმშილე მოსახლეობას დრონებით 4 ტონა საკვები მიაწოდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები