ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

„ლელო“ითხოვს გასაჯაროვდეს ხელშეკრულება გონიოს პოლიგონის გასხვისებაზე – „ამის უკან დგას ივანიშვილი“

ეკონომიკის სამინისტროლელო

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე მოითხოვა გონიოს ყოფილი პოლიგონისა და მიმდებარე ტერიტორიების უზუფრუქტით არაბული კომპანიისთვის გადაცემის შესახებ ხელშეკრულების გასაჯაროება. მისი თქმით, გარიგებას კორუფციული ხასიათი აქვს და მის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

„ლელო“ითხოვს გასაჯაროვდეს ხელშეკრულება გონიოს პოლიგონის გასხვისებაზე – „ამის უკან დგას ივანიშვილი“
„ლელო“ითხოვს გასაჯაროვდეს ხელშეკრულება გონიოს პოლიგონის გასხვისებაზე – „ამის უკან დგას ივანიშვილი“ბათუმელები

დღეს, 26 სექტემბერს, გონიოში ბრიფინგი გამართა „ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.

„ლელო“ ითხოვს გასაჯაროვდეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც „ოცნების“ მთავრობამ გონიოს ყოფილი პოლიგონისა და მიმდებარე ტერიტორიები, ჯამში 258,8 ჰექტარი, „იგლ ჰილს საქართველოს“ მიმდინარე წლის ივლისში უზუფრუქტით გადასცა.

„იგლ ჰილს საქართველოს“ 66,67 პროცენტის მესაკუთრე არაბული კომპანია „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედია“, ხოლო წილის 33,33 პროცენტი სახელმწიფოს ეკუთვნის, რომლის მმართველი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროა.

„ეს არის გონიოს პოლიგონის ყოფილი ტერიტორია, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ – არაქართულმა ოცნებამ სინამდვილეში, მიიღო გადაწყვეტილება, გონიოს ეს უნიკალური ტერიტორია და კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორია გადასცეს არაბულ კომპანიას, რომელმაც თითქოსდა 6-მილიარდიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ერთი წელი გავიდა ამ აფიორის და ტყუილის შემდეგ, რაც პრომო-ბიჭუნად იქცა ირაკლი კობახიძე არაბული კომპანიისა, საუბრობდა 2 თუ 3 ბინის გაყიდვაზე და ამ დროს არაფერი ხდება, არც ინვესტიცია ჩანს.

ეს არის ხელშეკრულება, რომელიც არის გასაიდუმლოებული. რატომ შეიძლება იყოს გასაიდუმლოებული ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გარიგება, რომელზეც სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში „არაქართულ ოცნებას“ აქვს აღებული ისეთი ვალდებულებები, რომელიც არის ანტისახელმწიფოებრივი?!“ – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ირაკლი კუპრაძემ ასევე განაცხადა, რომ „არაბული ინვესტიციის“ არავითარი ეკონომიკური დასაბუთება არ არსებობს და მაგალითად დაასახელა უნგრეთი:

„რეალურად, ეს ეყრდნობა ტყუილს. მსგავსმა პროექტებმა, მაგალითად, არ იმუშავა უნგრეთში, ბუდაპეშტთან ახლოს, სადაც მსგავსი პროექტი, ამავე კომპანიის, ჩავარდა, კრახით დასრულდა და არაფერი საერთო არ გააჩნია არც ეკონომიკასთან, არც განვითარებასთან.

ყველაფერი ჰგავს მხოლოდ და მხოლოდ კორუფციულ გარიგებას, რომლის უკანაც, რა თქმა უნდა, ვერ იდგებიან ეს პატარა ბიჭები, მდინარაძე და კობახიძე, ამის უკან დგას პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ხეირობს ქართული მიწების გასხვისებით იმ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოს არანაირ სიკეთეს არ მოუტანენ.

გასაჯაროვდეს ხელშეკრულება და ეს ხელშეკრულება თავად ამხელს ივანიშვილს და მის არაქართულ ოცნებას არასახელმწიფოებრივ ნაბიჯებში და გადაწყვეტილებებში“ – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

იგი ასევე შეეხო რისკებსაც, რაც, მისივე თქმით, ამ ინვესტიციის შედეგად ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინებამ შეიძლება გამოიწვიოს.

„ბათუმში ვხედავთ რამდენად შეცვლილია რუსეთის მოქალაქეების შემოდინებით სოციალური სურათი, რაც, სავარაუდოდ, მომავალში გამოიწვევს ძალიან მძიმე კრიზისს. მათ შორის პოლიტიკურ კრიზისს, იმიტომ, რომ ყოველთვის ასე ხდება – როცა რუსეთის მოქალაქეები მასიურად ჩამოდიოდნენ საქართველოში, იღებდნენ ბინადრობის უფლებებს, შემდეგ პუტინის რეჟიმი იღებს ამ პროცესს არგუმენტად, ცუდი, ბოროტი, დანაშაულებრივი ქმედებების ჩასადენად“ – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე „ოცნების“ მთავრობას „არაბული ინვესტიცია“ აქვს დაანონსებული, 2026 წლის აგვისტოში კი გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის მიმდებარედ, „ოცნების“ მთავრობამ ზღვაში ცალკე საკადასტრო ერთეულად დაარეგისტრირა 82 ჰექტარი ტერიტორია არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთად. ~

ზღვაში დარეგისტრირებული ტერიტორიაც სავარაუდოდ „არაბულ ინვესტიციას“ უკავშირდება, ვინაიდან აქ „იგლ ჰილსის“ ესკიზის მიხედვით ნავმისადგომი და იახტების შესასვლელი უნდა მოეწყოს.

ამავე თემაზე:

გაასაიდუმლოეს გონიოში 258,8 ჰექტარი მიწის არაბულ კომპანიაზე გადაცემის ხელშეკრულებაც

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბათუმში ვხედავთ რამდენად შეცვლილია რუსეთის მოქალაქეების შემოდინებით სოციალური სურათი, რაც, სავარაუდოდ, მომავალში გამოიწვევს ძალიან მძიმე კრიზისს. მათ შორის პოლიტიკურ კრიზისს, იმიტომ, რომ ყოველთვის ასე ხდება – როცა რუსეთის მოქალაქეები მასიურად ჩამოდიოდნენ საქართველოში, იღებდნენ ბინადრობის უფლებებს, შემდეგ პუტინის რეჟიმი იღებს ამ პროცესს არგუმენტად, ცუდი, ბოროტი, დანაშაულებრივი ქმედებების ჩასადენად“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ეს არის გონიოს პოლიგონის ყოფილი ტერიტორია, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ – არაქართულმა ოცნებამ სინამდვილეში, მიიღო გადაწყვეტილება, გონიოს ეს უნიკალური ტერიტორია და კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორია გადასცეს არაბულ კომპანიას, რომელმაც თითქოსდა 6-მილიარდიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ერთი წელი გავიდა ამ აფიორის და ტყუილის შემდეგ, რაც პრომო-ბიჭუნად იქცა ირაკლი კობახიძე არაბული კომპანიისა, საუბრობდა 2 თუ 3 ბინის გაყიდვაზე და ამ დროს არაფერი ხდება, არც ინვესტიცია ჩანს. ეს არის ხელშეკრულება, რომელიც არის გასაიდუმლოებული. რატომ შეიძლება იყოს გასაიდუმლოებული ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გარიგება, რომელზეც სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში „არაქართულ ოცნებას“ აქვს აღებული ისეთი ვალდებულებები, რომელიც არის ანტისახელმწიფოებრივი?!“
ირაკლი კუპრაძე
„რეალურად, ეს ეყრდნობა ტყუილს. მსგავსმა პროექტებმა, მაგალითად, არ იმუშავა უნგრეთში, ბუდაპეშტთან ახლოს, სადაც მსგავსი პროექტი, ამავე კომპანიის, ჩავარდა, კრახით დასრულდა და არაფერი საერთო არ გააჩნია არც ეკონომიკასთან, არც განვითარებასთან. ყველაფერი ჰგავს მხოლოდ და მხოლოდ კორუფციულ გარიგებას, რომლის უკანაც, რა თქმა უნდა, ვერ იდგებიან ეს პატარა ბიჭები, მდინარაძე და კობახიძე, ამის უკან დგას პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ხეირობს ქართული მიწების გასხვისებით იმ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოს არანაირ სიკეთეს არ მოუტანენ. გასაჯაროვდეს ხელშეკრულება და ეს ხელშეკრულება თავად ამხელს ივანიშვილს და მის არაქართულ ოცნებას არასახელმწიფოებრივ ნაბიჯებში და გადაწყვეტილებებში“
ირაკლი კუპრაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.