ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"იმის მაგივრად, დაგმოს და მოინანიოს..." - "ოცნებაში" პაატა ბურჭულაძის წერილს პასუხობენ

ქართული ოცნება

"ოცნების" წარმომადგენელი ირაკლი ჭეიშვილი პაატა ბურჭულაძის ციხიდან გამოგზავნილ წერილს პასუხობს და აცხადებს, რომ დაპატიმრებული ბურჭულაძე მონანიების ნაცვლად ხალხს შტურმისკენ მოუწოდებს. თავის მხრივ, ბურჭულაძე თავის წერილში 4 ოქტომბრის აქციისა და არჩევნების შესახებ საუბრობს და კრიტიკოს პოლიტიკოსებს უკეთესი გეგმის შეთავაზებას სთხოვს.

"იმის მაგივრად, დაგმოს და მოინანიოს..." - "ოცნებაში" პაატა ბურჭულაძის წერილს პასუხობენ
"იმის მაგივრად, დაგმოს და მოინანიოს..." - "ოცნებაში" პაატა ბურჭულაძის წერილს პასუხობენTV პირველი

"ოცნებაში" პაატა ბურჭულაძის წერილს პასუხობენ - ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ დაპატიმრებული მსოფლიო ბანნი მონანიების ნაცვლად ხალხს ისევ საპროტესტო განწყობებით ახალისებს.

იმის მაგივრად, რომ მოუწოდოს ახალგაზრდებს, აღიარონ დანაშაული და მოხდეს ხელისუფლების მიერ ჰუმანური აქტი, როგორც აქამდე მოხდა და გათავისუფლებული რამოდენიმე ათეული პატიმარი, ანალოგიური რომ მოუწოდოს, რომ იგივე გააკეთონ დაპატიმრებულებმა, რომლებიც თვითონვე შეიყვანა შეცდომაში 4 ოქტომბრის ღამეს, მიუხედავად ამისა, კიდევ შტურმისკენ მოუწოდებს.

იმის მაგივრად დაგმოს და მოინანიოს, კიდევ მოუწოდებს, თუ უკეთესი რამ შეუძლიათ, თურმე შესთავაზონ. თურმე ნუ აკრტიკებენ პაატა ბურჭულაძის დაგეგმილ უგუნურ და გაუმართლებელ ღონისძიებას", - ამბობს ირაკლი ჭეიშვილი.

პაატა ბურჭულაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ 4 ოქტომბერს ოცნების „გადარჩევნები“ ჩაატარეს, არჩევნების ჩატარება კი პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ.

პატიმარი გარკვეულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც მიმართავს, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციას აკრიტიკებენ. "ვუსურვებ დაუსრულებელი ლაპარაკის გარდა, უკეთესი გეგმა შემოგვთავაზონ" - წერს მომღერალი.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.