მაია ნიკოლეიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: როგორც კი რაიმე პატარა ძალაუფლება მიეცემათ, ისინი ისევ შურისძიებაზე გადადიან. მათ კარგად ახსოვთ თუ სად ვერ აჯობეს და უფრო სასტიკები ხდებიან როგორც წესი, ვიდრე მანამდე იყვნენ
მაია ნიკოლეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აცხადებს, რომ მცირე ძალაუფლების მიღებისთანავე ისინი შურისძიებაზე გადადიან და უფრო სასტიკები ხდებიან. მან პარტიის წარმომადგენლები მოწინააღმდეგის დეჰუმანიზაციაში დაადანაშაულა.

„როგორც კი მათ რაიმე პატარა ძალაუფლება მიეცემათ, ისინი ისევ შურისძიებაზე გადადიან. მათ კარგად ახსოვთ თუ სად ვერ აჯობეს და უფრო სასტიკები ხდებიან როგორც წესი, ვიდრე მანამდე იყვნენ“, - განაცხადა გადაცემასთან „იმედის კვირა“ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით. კერძოდ, იგი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერის, მაია ნადირაძის ინტერვიუს, რომლითაც იგი ამავე პარტიის დანაშაულების გადაფარვას ცდილობდა.
მაია ნიკოლეიშვილის თქმით, მოწინააღმდეგეს უყურებს როგორც მტერს და უყურებს როგორც არაადამიანს.
„ისინი მხოლოდ სიძულვილის მორჩილები და მონები არიან. ეს ძალიან, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. როგორც კი მათ რაიმე პატარა ძალაუფლება მიეცემათ, ისინი ისევ შურისძიებაზე გადადიან. მათ კარგად ახსოვთ თუ სად ვერ აჯობეს და უფრო სასტიკები ხდებიან როგორც წესი, ვიდრე მანამდე იყვნენ.
მოწინააღმდეგეს უყურებს როგორც მტერს და უყურებს როგორც არაადამიანს. ეს ჩვენ სხვაგანაც გვინახავს. გვარამიაც ამ ფენის წარმომადგენელი იყო, სადაც მაია ნადირაძე შედიოდა. მას ჰქონდა ბიომასა, ანუ დეჰუმანიზაცია. ამით მიდის ადამიანი ყველანაირ სისასტიკეზე. ესენი იმ ქიმერისგან, რასაც ჰქვია სინდისი, გაათავისუფლეს მათმა უფროსებმა და ეს ძალიან ცუდი ჯაჭვია. ანუ, გამტარებიც კი და ადგილზე იდეოლოგები, მმართველებიც კი თვითონ უკვე დეფორმირებულები არიან“, - აღნიშნა მან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…