ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"4 ოქტომბერს ჩავატარეთ ოცნების გადარჩევნები" - პაატა ბურჭულაძე წერილს აქვეყნებს

პაატა ბურჭულაძემ ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, სადაც 4 ოქტომბრის მოვლენებსა და ეროვნულ კრებაზე საუბრობს, ოპოზიციას კი სამოქმედო გეგმის შეთავაზებისკენ მოუწოდებს. სტატიაში ასევე აღწერილია 4 ოქტომბრის აქციის მიმდინარეობა, საპროტესტო მსვლელობა პრეზიდენტის რეზიდენციასთან, სამართალდამცველების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენება და აქციის ორგანიზატორების დაკავება.

"4 ოქტომბერს ჩავატარეთ ოცნების გადარჩევნები" - პაატა ბურჭულაძე წერილს აქვეყნებს
"4 ოქტომბერს ჩავატარეთ ოცნების გადარჩევნები" - პაატა ბურჭულაძე წერილს აქვეყნებსტაბულა

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მომღერალი პაატა ბურჭულაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს.

ბურჭულაძე 4 ოქტომბრის მოვლენებს ეროვნულ კრებას უწოდებს - მისი თქმით, ამ დღეს ქართველმა ხალხმა მიიღო დეკლარაცია, რომელსაც "ათობით ათასმა მოქალაქემ უყარა კენჭი". იგი ასევე ამატებს, რომ ოპოზიციის ვალია არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა და მოუწოდებს მათ, რომ "დაუსრულებელი ლაპარაკის და აზრების გამოთქმის გარდა" მოქალაქეებს შესთავაზონ უკეთესი სამოქმედო გეგმა.

"4 ოქტომბერს ერთი წელი სრულდება, რაც პირველად საქართველოს ისტორიაში მოქალაქეებმა ჩავატარეთ ეროვნული კრება, რომელსაც არა მარტო ყველა ქალაქიდან და რაიონული ცენტრიდან, არამედ თითქმის ყველა სოფელიდანაც ესწრებოდნენ წარმამდგენლები. ასევე, კრებაზე სპეციალურად იყვნენ ჩამოსული დელეგატები აფხაზეთიდან (გალის რაიონი), სამაჩაბლოდან და ემიგრაციიდან.

ერთ-ერთი პროცესზე ჩემმა ადვოკატმა ილიას სიტყვები მოიყვანა არგუმენტად ღვინის დაწურვაზე. ახალდაწურული ღვინო თავიდან დუღს და ყველაფერი ერთმანეთში ირევა, სიტკბო, სიმწარე და ნალექიც. მერე დრო გადის და ღვინო იწმინდება და თავის ნამდვილ ფერს იძენს. სწორედ ამ გზას გადის საქართველოს ეროვნული კრება და რაც დრო გადის, უფრო ფასდება მისი მნიშვნელობა. ბევრ არაკეთილმოსურნეს ამა თუ იმ მიზეზების გამო უნდოდა და ახლაც უნდა მისი დაკნინება, მაგრამ არ გამოუვიდა; კრება შედგა! მან ერთხმად მიიღო დეკლარაცია და ეს ფაქტია. მართალია ოცნება ჯიუტად არ იმჩნევს, დეკლარაციას, რომელსაც ერთხმად ასობით ათასმა მოქალაქემ უყარა კენჭი და აგრძელებს ბოროტად „მთავრობანას“ თამაშს, მაგრამ ხალხის მხარდაჭერის გარეშე ის უკვე დიდხანს ვერ გასტანს.

ვღებულობ წერილებს, მადლობელი ვარ იმ პოლიტიკოსების, რომლებიც მწერენ რომ მათ შეიცვალეს აზრი და ახლა ხედავენ, დადებითად აფასებენ კრების გადაწყვეტილებას და დარწმუნებული არიან, რომ რაც დრო გავა, ის უფრო დაფასდება და ის უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში. იმ ოპო-პოლიტიკოსებს კი რომლებიც დღესაც აკრიტიკებენ 4 ოქტომბერს, ვუსურვებ რომ დაუსრულებელი ლაპარაკის და აზრების გამოთქმის გარდა უკეთესი სამოქმედო გეგმა შემოგვთავაზონ და ჩვენ საქართველოს მოქალაქეები მათ გავყვებით. მაგრამ ერთი რამ არ დაივიწყონ რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან.

შეგახსენებთ, რომ, საქართველოს მოქალაქეებმა, 4 ოქტომბერს ჩავატარეთ ოცნების „გადარჩევნები“; ხოლო არჩევნების ჩატარება პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ.

ჩემო თანამებრძოლენო!

• ჩვენ ეს შევძელით: ოცნების „არჩევნების“ დღეს, ჩვენ ისინი გადავირჩიეთ!

• თვითმარქვიების დრო სამუდამოდ უნდა მორჩეს საქართველოში. სანამ ერთად ვართ ჩვენ ვერც შიდა და ვერც გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს!

• გამარჯვება გარდაუვალია!

• გაუმარჯოს თავისუფალ, ერთიან, ევროპულ საქართველოს, ბრძოლა ბოლომდე!" - წერს ბურჭულაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".

ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.

მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა.

მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი.

ცოტა ხანში ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ , ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.

რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო დღეებში აიყვანეს აქციის მონაწილეებიც. ივანიშვილის პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ დაკავებულთა რიცხვი "მნიშვნელოვნად გაიზრდება".

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით“
ალექსანდრე დარახველიძე
„მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება“
მურთაზ ზოდელავა
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.