ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პოლონეთი: ქვეყანაში განთავსებული აშშ-ს თითოეული სამხედროსთვის წელიწადში $15 000 გადავიხდით

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, პაველ ზალევსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა მის ტერიტორიაზე განთავსებული თითოეული ამერიკელი სამხედროსთვის წელიწადში 15 000 დოლარი გადაიხადოს და ახალი ბაზის ინფრასტრუქტურის ხარჯები დაფაროს. ვარშავა და ვაშინგტონი მუდმივი ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნაზე შეთანხმებას უახლოვდებიან.

პოლონეთი: ქვეყანაში განთავსებული აშშ-ს თითოეული სამხედროსთვის წელიწადში $15 000 გადავიხდით
პოლონეთი: ქვეყანაში განთავსებული აშშ-ს თითოეული სამხედროსთვის წელიწადში $15 000 გადავიხდითტაბულა

პოლონეთი მზად არის, მის ტერიტორიაზე განთავსებული თითოეული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურისთვის წელიწადში 15 000 დოლარი გადაიხადოს და ახალი ბაზის ინფრასტრუქტურის ხარჯებიც დაფაროს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, პაველ ზალევსკიმ რადიო თავისუფლებას (RFE/RL) განუცხადა.

მისი თქმით, ვარშავა და ვაშინგტონი მუდმივი ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნაზე შეთანხმებას უახლოვდებიან.

ზალევსკიმ 25 სექტემბერს ვაშინგტონში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პენტაგონთან მოლაპარაკებები ახლა გეგმის განხორციელების საკითხებზეა კონცენტრირებული, მათ შორის, განიხილება სამხედრო ძალების შესაძლებლობები და ახალი ბაზის შესაძლო ადგილმდებარეობები.

"პენტაგონთან გადაწყვეტილების განხორციელების სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ" - განაცხადა ზალევსკიმ.

ზალევსკიმ უარი თქვა იმის თქმაზე, თუ რომელი ამერიკული დანაყოფები შეიძლება განთავსდეს პოლონეთში ან სად, თუმცა ვაშინგტონისთვის პოლონეთის შეთავაზების ახალი დეტალები გაამხილა.

"ამერიკელ სამხედროებს განსაკუთრებულ პირობებს ვთავაზობთ. ჩვენ დავფარავთ ინფრასტრუქტურის ხარჯებს. ასევე, პოლონეთში განთავსებული თითოეული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის ხარჯებს წელიწადში 15 000 დოლარის ოდენობით დავფარავთ" - თქვა მან.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 სექტემბერს განაცხადა, რომ პოლონეთში აშშ-ს არმიის ბაზის შექმნის მიმართულებით პროგრესი მიმდინარეობს და მისი ადგილმდებარეობა შესაძლოა მალე გახდეს ცნობილი.

ცნობისთვის, აშშ-ს პოლონეთში ათასობით ჯარისკაცი ყავს განლაგებული, თუმცა ისინი ქვეყანაში როტაციის წესით იმყოფებიან. პოლონეთის ტერიტორიაზე აშშ-ს მუდმივი ბაზა არ აქვს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პენტაგონთან გადაწყვეტილების განხორციელების სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ამერიკელ სამხედროებს განსაკუთრებულ პირობებს ვთავაზობთ. ჩვენ დავფარავთ ინფრასტრუქტურის ხარჯებს. ასევე, პოლონეთში განთავსებული თითოეული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის ხარჯებს წელიწადში 15 000 დოლარის ოდენობით დავფარავთ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.